სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტოს“ სტარტი ძალიან წააგავს გოგა ბითაძის „ორლანდოსას“: ორივემ საწყისი თამაში მოიგო და მერე ზედიზედ ორი დათმო. კანადელებმა ამჯერად დალასში წააგეს – 129:139. მამუკელაშვილი ისევ სათადადრიგო იყო, მაგრამ მოედანზე 21. 44 წუთი დაჰყო, რა დროშიც 16 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი გაახერხა.
მამუმ ხუთიდან ხუთივე ორქულიანი ჩააგდო; საჯარიმოს ხაზიდან სამიდან სამივე ზუსტად ისროლა; სამქულიანი კი, სამჯერ ისროლა და ზუსტი ერთი იყო.
„ტორონტო“ მომდევნო მატჩს ისევ ტეხასში ითამაშებს და ამჯერად „სან ანტონიოს“ გაეჯიბრება.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:12ა-პოლომ ლიგას გახედა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
