მილანის “ინტერში” სატრანსფერო ფუსფუსი არ წყდება. რომელო ლუკაკუს ტრანსფერი ლონდონურ “ჩელსიში” უკვე გაჩარხულია და შეიძლება მის გზას სულ მალე გუნდის კიდევ ერთი ფორვარდი ლაუტარო მარტინესიც დაადგეს — ისიც კუნძულზე მიდის. ლონდონის არსენალთან გარიგება 60 მილიონ ფუნტზე შედგა, რაც დაახლოებით 70 მილიონ ევროს უდრის. “ინტერის” ბოსები 76,8 მილიონ ფუნტს ითხოვდნენ, მაგრამ ფასის დაკლება მოუხდათ. ლაუტაროსთვის სატრანსფერო...
უკვე: უკეთ, ვიდრე ტოკიოში…
ტოკიოს XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ რვა მედალი მოიპოვა, ისტორიაში ყველაზე მეტი. გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა 33-ე ადგილი დაიკავეს, თუმც, ისიც ვთქვათ, რომ რეიტინგით 28-ე ადგილს გვანიჭებდნენ. ერთი ოქროც და 25-ე ადგილზე გავიდოდით, ხოლო ორი ოქროთი – ოცეულში შევდიოდით, რაც ძალიან მაგარი შედეგი იქნებოდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ჩვენებმა 5 ფინალი წააგეს. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში საქართველო მხოლოდ რუსეთის ოლიმპიური...
ლაპორტას სადილობისას ტებასისთვის რომ დაეჯერებინა, დღეს მესი ბარსაში იქნებოდა
ლეო მესის „ბარსელონადან“ წასვლა უკვე სამი დღის ამბავია, მაგრამ ესპანური მას-მედიის ჰედლაინად რჩება და ამაში გასაკვირი არაფერია. „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ამბობს, რომ არგენტინელის „კამპ ნოუზე“ დარჩენა შეუძლებელი იყო. ის ხელს „ბლაუგრანას“ წინა ხელმძღვანელობისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას კლუბში ფინანსურად არეული მდგომარეობა დახვდა. ესპანურ და კატალონიურენოვან გაზეთ La Vanguardia-ს ცნობით კი ამას გარდა, მესის...
ლინეკერმა ინტრიგა გააჩინა
წარსულში ინგლისის ნაკრების ფორვარდ გარი ლინეკერს სამი სეზონი „ბარსელონაშიც“ აქვს გატარებული და ახლა, გუნდიდან მესის თემას გვერდს როგორ აუვლიდა? „თუ მესი პსჟ-ში აღმოჩნდა, რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი ვარიანტია, გამოვა, რომ პარიზელებმა დონარუმა, ვეინალდუმი, რამოსი და ფეხბურთის ისტორიაში უდიადესი მესიც უფასოდ დაიმატეს, – ვითომ ?! “ – დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში. რას ნიშნავდა ეს ბოლო სიტყვა და...
კუმანი მესის წასვლის შესახებ
„ბარსელონას“ მწვრთნელი, ჰოლანდიელი რონალდ კუმანი ლეო მესის კლუბიდან წასვლას ინსტაგრამზე გამოეხმაურა. მან მცირე, ფიქრით და წუხილით გაჯერებული ტექსტი დაპოსტა, რასაც არგენტინელ სუპერვარსკვლავთან გადაღებული ფოტო დაურთო. ტექსტში წერია: „კვლავ მიჭირს გავიგო, რატომ აღარ ითამაშებ „ბარსელონაში“. ლეო, გმადლობ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი კლუბისთვის გააკეთე. მე დიდი სიამოვნება მომანიჭა იმ ერთმა სეზონმა, რომლის განმავლობაშიც შენთან ერთად ვიმუშავე. ჩემზე შთაბეჭდილება...
მელიებმა მანჩესტერ სიტი დაამარცხეს
ინგლისის „ქომუნითი შილდი“ ანუ სუპერთასი „ლესტერმა“ მოიგო. ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელმა „მელიებმა“ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ 1:0 აჯობეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 89-ე(!) წუთზე, მანჩესტერელთა ყოფილმა „ოქროს ბიჭმა“, 24 წლის ნიგერიელმა კელეჩი იჰენაჩომ პენალტით გაიტანა. 2015-17 წლებში „ეტიჰედის“ იმედმა, თავისი ყოფილი გუნდის კარში შეგდებული შოკისმომგვრელი ბოლო წუთის გოლით სრულიად გადაფარა ჯეკ გრილიშის დებიუტი „მანჩესტერ სიტიში“. ეს დებიუტი...
ბრაზილია კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია!
იოკოჰამაში, ბრაზილიის ფეხბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა ესპანეთს დამატებით დროში 2:1 მოუგო და ზაფხულის თამაშების 121-წლიან ისტორიაში გახდა მეხუთე გუნდი, რომელმაც ტიტული შეინარჩუნა. ახლა, ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრები 2016 და 2020 (2021) წლების ოლიმპიადების გამარჯვებულია. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 1:1. გამარჯვების გოლი მოედანზე დამატებით დროში შესულმა პეტერბურგის „ზენიტის“ 24 წლის თავდამსხმელმა მალკოლმმა გაიტანა. თამაშის პირველი 15 წუთი მოსაწყენი...
უმედლო დასასრული
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენებიდან ბოლოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) და კარატისტი გოგიტა არქანია (75) გამოვიდნენ, მაგრამ გამოსვლა ორივემ უმედლოდ დაასრულა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ოდიკაძე აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შეხვდა, 30 წამით ადრე იგებდა კიდეც – 5:4, მაგრამ ვერ შეინარჩუნა და 5:7 დათმო. გოგიტა არქანია ჯგუფში იაპონელ რიუტარო არაგასთან 2:3 დამარცხდა, თურქ უგურ ატკაშთან 1:4 წააგო,...
ამერიკამ პრაიმ-ტაიმი შეირგო
ტოკიოს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ფინალი იაპონიის დროით უჩვეულოდ ადრე – 11.30 საათზე დაიწყო. ორგანიზატორებმა შეხვედრა ამერიკული ტელეაუდიტორიის პრაიმ-ტაიმს დაამთხვიეს. ინტერესი კი უდიდესი იყო. ამერიკელებს არა მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, იქვე, ტოკიოში ჯგუფურ ეტაპზე მარცხისთვისაც ჰქონდათ რევანში ასაღები. რევანში შედგა! ერთადერთი, რაც ფრანგებმა მოახერხეს, ინტრიგის ბოლომდე შენარჩუნება იყო. ისინი ბურთის ხშირად (18) დაკარგვამ და...
„ნიკორა“ – „რითეილ თასის“ პირველი გამარჯვებული
საქართველოს “რითეილ ასოციაციის”, “საქართველოს სამოყვარულო და კომპანიების სპორტის განვითარების ალიანსის” ორგანიზებით, “მასტერ ლიგის” და “საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის” მხარდაჭერით გამართული საფეხბურთო ტურნირი “რითეილ ასოციაციის თასი” “ნიკორას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მთელი ტურნირის განმავლობაში კომპანია “ნიკორას“ გუნდს არცერთხელ საეჭვო არ გაუხდია საკუთარი უპირატესობა და ფინალის ჩათვლით ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. გადამწყვეტ მატჩში „ნიკორამ“ „მაგნიტის“ გუნდს უკვე პირველსავე...









