„ბარსელონას“ მწვრთნელი, ჰოლანდიელი რონალდ კუმანი ლეო მესის კლუბიდან წასვლას ინსტაგრამზე გამოეხმაურა. მან მცირე, ფიქრით და წუხილით გაჯერებული ტექსტი დაპოსტა, რასაც არგენტინელ სუპერვარსკვლავთან გადაღებული ფოტო დაურთო.
ტექსტში წერია: „კვლავ მიჭირს გავიგო, რატომ აღარ ითამაშებ „ბარსელონაში“. ლეო, გმადლობ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი კლუბისთვის გააკეთე. მე დიდი სიამოვნება მომანიჭა იმ ერთმა სეზონმა, რომლის განმავლობაშიც შენთან ერთად ვიმუშავე. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა შენმა სამუშაო ეთიკამ და გამარჯვებისკენ ლტოლვამ. ეს შენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გაქცევს. ამიერიდან, შენ და შენს ოჯახს საუკეთესოს გისურვებთ“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
