ვუყურებდი ძიუდოისტთა გუნდურ ასპარეზობას და გული მწყდებოდა: გერმანია და ისრაელი მედლებს იგებდნენ, ქართველი რჩეული ფალავნები კი მაყურებლის როლით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. თუმცა, რატომ მხოლოდ გერმანია და ისრაელი? ფინალისტი ფრანგები და იაპონელები არასოდეს დაგვიმარცხებია თუ მსოფლიო ჩემპიონობა არ დაგვიგემოვნებია?! ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, კიდევ ერთი შანსის ბოძების შემთხვევაში როგორი გამხეცებულები გავიდოდნენ ტატამზე ჩვენი ვერცხლის მედალოსნები, ანაც ლიპარტელიანი? ხომ...
გაისად, როცა თავისუფალი აგენტი გახდება
ესპანური „მარკას“ ცნობით, თუკი ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე გაისად, „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, მას მარტო კონტრაქტზე ხელმოწერაში 40 მილიონ ევროს გადაუხდიან. ეს თანხა ორჯერ მეტია, ვიდრე ახლახან მიიღო დავიდ ალაბამ, რომელიც „ბაიერნიდან“ ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით, იმავე „რეალში“ გადავიდა. ის ფაქტი, რომ „თეთრები“ მბაპეს სანაცვლოდ ამხელა თანხას იმეტებენ უპირველეს ყოვლისა იმას ნიშნავს, რომ ესპანურ...
ბარსამ კარგად მოიგო
„ბარსელონამ“ მესამე ამხანაგური შეხვედრა მოიგო, თუმცა ეს იყო პირველი მატჩი უმაღლესი ლიგის მეტოქესთან — შტუტგარტში, „მერსედეს-ბენც არენაზე“, კატალონიელებმა 3:0 მოიგეს. მათ საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს: ახალწვეულების, გამოცდილი ჰოლანდიელის მემფის დეპაისა და 18 წლის ავსტრიელი იუსუფ დემირის გოლებით შესვენებამდე უკვე 2:0-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში ერთი გოლიც რიკი პუჩმა დაამატა. ბარსელონელთა ჰოლანდიელ თავკაც რონალდ კუმანს თავისი გუნდის...


