უეფა დარწმუნებულია, რომ სუპერლიგის მოთავე აჯანყებულ კლუბებს სასამართლოში მაინც დაამარცხებს. ალექსანდერ ჩეფერინი და მისი ორგანიზაცია არ აპირებენ დაემორჩილონ მადრიდის სასამართლოს, რომელმაც პარასკევს ბრძანა, რომ ყველა სანქცია, რომელიც უეფამ აჯანყებულ კლუბებს დააკისრა, უსამართლოა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამ სანქციების გაუქმებას არ აპირებს. მადრიდის სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ გასაუქმებელია ყველა სასჯელი, რომელიც უეფამ არა მხოლოდ მთავარ მოჯანყეებს,...
ოლიმპიადიდან დევნილობამდე
ორი დღეა, ბელარუსი მძლეოსანი კრისტინა ტიმანოვსკაია ტოკიოში ლამის ყველაზე ცნობად ოლიმპიელად იქცა. მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და ამჟამად პოლონეთის საელჩოში იმყოფება. საელჩოსთან 50-მდე ჟურნალისტი მორიგეობს და ნელ-ნელა სკანდალის დეტალებიც ხმაურდება. არადა, სკანდალს სუფთა სპორტული სარჩული ჰქონდა და თავისდაუნებურად გაპოლიტიკურდა. საქმე იმაშია, რომ ანტისადოპინგო სააგენტოს მუდმივად ექმნებოდა პრობლემები იმ სპორტსმენების მოძიებაზე, ვისაც დიდი ტურნირების წინ არასაშეჯიბრო...
ბათუმი თუ სივასს დაამარცხებს…
შვეიცარიაში, უეფას შტაბ-ბინაში კონფერენციის ლიგის ფლეი ოფის წილისყრა გაიმართა. შედეგად, გაირკვა ბათუმის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქე. თუმცა, მანამდე თურქული „სივასპორია“ დასაძლევი, რომელსაც „დინამო“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 და 12 აგვისტოს შეხვდება. ქართულ – თურქული კლუბების ორრაუნდიან დაპირისპირებაში უკეთესი, ბულგარულ „ლოკომოტივსა“ და დანიურ „კოპენჰაგენს“ შორის გამარჯვებულის მეტოქე იქნება. მატჩები 19 და 26 აგვისტოს გაიმართება.
ქაჯაიას ვერცხლი ერგო
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. 130 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს, კუბელ მიხარინ ლოპეს ნუნიესს შეხვდა და ვერაფერი გააწყო – 0:5 დამარცხდა. ქაჯაიამ კი ფინალამდე ფინელი ელიას კუსმანენი 2.25 წუთში 9:0 დაამარცხა, შემდეგ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ სერგეი სემიონოვს დაეჭიდა და 3:1 მოუგო,...
მელია ბრინჯაოსკენ გაიყოლეს
ოლიმპიური თამაშები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (97კგ) მარცხით დაიწყო. ჩვენიანს წილისყრაში არ გაუმართლა, რადგან სტარტზევე მეტოქედ პირველ ნომრად განთესილი მუსა ევლოევი ერგო. ჩვენებური მეტოქესთან 1:3 დამარცხდა. თუმცა, მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს, რადგან ევლოევი ფინალში გავიდა და ქართველო მოჭიდავე რეპეშაჟში გაიყოლა.
მინგსს ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა
ტაირონ მინგსმა თქვა, რომ ევრო 2020-ზე, ხორვატიასთან შეხვედრის წინ გაუჭირდა და ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა. „ასტონ ვილას“ მცველი პირველ ორ შეხვედრაში, ხორვატიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ, ჰარი მაგუაირს ცვლიდა. მინგსმა გაიხსენა, თუ როგორ გაუჭირდა ინგლისელი გულშემატკივრის ეჭვთან გამკლავება. ფანების 90-95 პროცენტს არ სჯეროდა, რომ ის ღირსეულად შეძლებდა მაგუაირის შეცვლას. „ხორვატიასთან პირველი შეხვედრის წინ მძიმე პერიოდი გადავიტანე. ვფიქრობ,...
რა დროს რისკია? გამოუშვით საზიარო ოქრო!
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე სიმაღლეზე მხტომელ ვაჟთა შორის. იტალიელმა დემარკო ტამბერიმ და ყატარელმა მუტახ ესა ბარშიმიმ თანასწორად იარეს. 2,37 მეტრის ჩათვლით სპორტსმენებმა ყველა სიმაღლე პირველი ცდით დაძლიეს. 2,39 მეტრზე გადებულ თამასას ვერც ერთი ვერ გადაევლო და საქმეში შეჯიბრების მსაჯი ჩაერია. მან სპორტსმენებს არჩევანი შესთავაზა: ან საზიარო ჩემპიონობა, ანაც ხტომის გაგრძელება. მეორე ვარიანტში ხტომები...
ნახტომი XXII საუკუნეში
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მსოფლიო რეკორდების სიუხვით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რაც ოლიმპიურ სტადიონზე ქალთა სამხტომის სექტორში მოხდა, ნამდვილი ფანტასტიკა გახლავთ. ვენესუელელ იულიმარ როხასს შეეძლო აღარც გადამხტარიყო. ყველა კონკურენტს დასრულებული ჰქონდა გამოსვლა და მასღა ჰქონდა დარჩენილი ერთადერთი ცდა, რომელიც აღარ სჭირდებოდა. იულიმარ როხასი უკვე ოლიმპიური ჩემპიონის რანგში გავიდა ბილიკზე. იდეალური გამორბენი, სამი აფრენა და… 15,67...
შევჩენკოს უკრაინა დაუმთავრდა
ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ დღეს „ტვიტერზე” ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა: დღეს, ვადა ამოეწურა ჩემს კონტრაქტს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან. მე ეროვნულ გუნდთან ხუთი წელიწადი გავატარე. მუხლჩაუხრელი მუშაობის წყალობით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მადლობელი ვარ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის, რომელთაც ნაკრების მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. მადლობელი ვარ...
ქაჯაია ოქროს ჩაუსაფრდა
ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების ფინალშია და საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი გარანტირებული აქვს. ფინალში ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიეს დაეჭიდება და იქ გამოჩნდება, თუ რომელი სინჯის მოიპოვებს. ფინალი 2 აგვისტოს შედგება. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქაჯაიამ ფინალამდე ჩინებულად იარა. საწყის ეტაპზე ფინელი ელიას კუსმანენი 2.25 წუთში...









