ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების ფინალშია და საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი გარანტირებული აქვს.
ფინალში ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიეს დაეჭიდება და იქ გამოჩნდება, თუ რომელი სინჯის მოიპოვებს. ფინალი 2 აგვისტოს შედგება.
130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქაჯაიამ ფინალამდე ჩინებულად იარა. საწყის ეტაპზე ფინელი ელიას კუსმანენი 2.25 წუთში 9:0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ სერგეი სემიონოვს დაეჭიდა და 3:1 მოუგო.
ნახევარფინალში ჩილელი იესმან აკოსტა ფერნანდესთან დაძაბული ბრძოლა გამოდგა. ილეთი ვერც ერთმა მოჭიდავემ ვერ გააკეთა, მაგრამ ორივემ თითო ქულა გაფრთხილებებით მიიღო. იმის გამო, რომ ბოლო ქულა ქართველმა აიღო, ფინალის საგზურიც მან გაინაღდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
