მილანის “ინტერში” სატრანსფერო ფუსფუსი არ წყდება.
რომელო ლუკაკუს ტრანსფერი ლონდონურ “ჩელსიში” უკვე გაჩარხულია და შეიძლება მის გზას სულ მალე გუნდის კიდევ ერთი ფორვარდი ლაუტარო მარტინესიც დაადგეს — ისიც კუნძულზე მიდის.
ლონდონის არსენალთან გარიგება 60 მილიონ ფუნტზე შედგა, რაც დაახლოებით 70 მილიონ ევროს უდრის. “ინტერის” ბოსები 76,8 მილიონ ფუნტს ითხოვდნენ, მაგრამ ფასის დაკლება მოუხდათ.
ლაუტაროსთვის სატრანსფერო ბრძოლა “დეზებმა” თანაქალაქელ “არსენალს” მოუგეს. The Times იუწყება, რომ ეს ტრანსფერი ჰარი კეინის მომავალზე არ აისახება და ფორვარდები წყვილად შეუტევენ მეტოქეებს.
შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი “ინტერში” 2018 წლის ზაფხულში არგენტინული “რასინგიდან” 25 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
ამ სამი სეზონის განმავლობაში მან “ნერაძურის” ფორმა 132-ჯერ მოირგო და 49 გოლის გარდა 20 საგოლე პასითაც გამოირჩა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ლუკაკუს და მარტინესის გაყიდვის შემდეგ ვინ იქნება “ინტერის” მთავარმეგოლე?
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
