ფიფას ხელმძღვანელობა ურუგვაის ნაკრებისგან მაისურებზე დატანებული ემბლემის შეცვლას ითხოვს. ურუგვაის ნაკრების ეკიპირებაზე PUMA ზრუნავს. ცოტა ხნის წინ სამხრეთამერიკელებმა კომპანიას ფორმების ახალი დიზაინი წარუდგინეს. გერმანელებმა კი პასუხად აცნობეს, რომ ფიფა-დან გაფრთხილებულები არიან: მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატამდე ურუგვაელთა ემბლემაზე ოთხი ვარსკვლავიდან ორი უნდა დარჩეს. ურუგვაელთათვის ეს ოთხი ვარსკვლავი სიმბოლურად ორ მსოფლიო ჩემპიონატსა (1930, 1950) და ორ ოლიმპიადაზე...
ბარსელონას არნახული ზარალი
„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ამბობს, რომ კლუბმა კოვიდ-პანდემიის გამო არნახული თანხა, 487 მილიონი ევრო დაკარგა. მან აღიარა, რომ პარტნიორებისა და სპონსორების ნდობის დასაბრუნებლად „ბარსას“ გაორმაგებული შრომა მოუწევს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის ამ ნდობას დაიბრუნებს. „ჩვენ 200 მილიონი ევროს ფარგლებში ველოდით დანაკარგს, მაგრამ ზარალმა სარეკორდო თანხა, 487 მილიონი შეადგინა,“ — თქვა ლაპორტამ, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია....
ჰარი კეინს ეწყინა
ჰარი კეინმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ გულშემატკივრებს მიმართა, თუმცა, ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. ჯერ მოდი ის გავიხსენოთ, რომ ინგლისის საუკეთესო ფორვარდსა და „სფურზს“ შორის ბზარი იმიტომ გაჩნდა, რომ მას „მანჩესტერ სიტიში“ მოუნდა გადასვლა. „სიტის“ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კეინისადმი ინტერესი არ უარყო. მან თქვა: „ჰარი კეინი გამორჩევით ნიჭიერი თავდამსხმელია და ბუნებრივია, რომ ჩვენ მისი ყიდვით დაინტერესებულები ვართ. ჩვენ,...
ოდიკაძის შანსი
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მედლების რაოდენობით სარეკორდო ნიშნულს უწია. ტოკიოში ჩვენებმა რვა მედალი აიღეს, თუმცა მონაგარს, შესაძლოა, ერთი ბრინჯაო შეემატოს – თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ოდიკაძემ მერვედფინალში ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი 6:3 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში რუს აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო. შემდეგ საიდულაევი ფინალში გავიდა და ქართველიც მედლის გზაზე გაიყოლა....
წამში გამქრალი ოქრო
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ბოლო ექვს წამში მეტოქეს ხუთი ქულა აჩუქა, 8:10 დამარცხდა და კისერზე ჩამოკიდებული ოქროს მედალი ამერიკელ დან გეიბლ სტივენსონს გაატანა. პირველი პერიოდის შემდეგ ამერიკელი 4:0 დაწინაურდა. გენომ მეორეში მოუმატა და 8:5 გაქეცა მეტოქეს. სტივენსონმა ექვსი წამით ადრე შეამცირა სხვაობა – 7:8. ბოლო წამზე კი გენომ კიდევ...
სამში ორი — ბრინჯაო მექსიკისაა
„საიტამას სტადიონზე“ მექსიკის ფეხბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა მასპინძელ იაპონიას 3:1 მოუგო და ბოლო სამ ოლიმპიადაზე მეორედ მოიგო მედალი. მექსიკელები ლონდონის 2012 წლის თამაშებზე ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი ბრინჯაო მოიპოვეს. იაპონელები და მექსიკელები შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზეც ერთად იყვნენ. მაშინ, იაპონიამ მეტოქეს 2:1 მოუგო და აი, ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში „ელ ტრემ“ შური იძია. მექსიკელებმა „ლურჯ სამურაებს“ პირველ ტაიმში...
ერიკსენმა დაბრუნება დათქვა
დანიელი კრისტიან ერიკსენი მილანის „ინტერის“ ბაზას სტუმრობდა. ფეხბურთელს თანაგუნდელებთან ურთიერთობა მონატრებია და გაუმხილა, რომ მაქსიმალურად ეცდება მწყობრში სწრაფად დაბრუნებას. სავარაუდოდ, ამას 4-5 თვე დასჭირდება. ასე გათვალეს დანიელმა ექიმებმა, რომელთა მეთვალყურეობითაც კრისტიანი სარეაბილიტაციო კურსს გადის. შეგახსენებთ, რომ ერიკსენმა ევროპირველობის მატჩის მსვლელობისას (ფინეთთან 0:1) გონება დაკარგა და 15 წუთის განმავლობაში ჩატარებული რეანიმაციის შემდეგღა გაახილა თვალი. ერიკსენი ფიზიკურ...
მესწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო
ესპანური AS ერთადერთი გამოცემაა, რომელიც წერს, რომ მესის „ბარსელონადან” წასვლის საქმე შესაძლოა მთლად გადაწყვეტილი მაინც არ იყოს და ჯერ კიდევ მოტრიალდეს კატალონიელთათვის სასიკეთოდ. ცხადია, მას მერე, რაც თავად კლუბმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც არგენტინელს გზა დაულოცა, AS-ის პოზიცია წყალწაღებულისა და ხავსის ისტორიას უფრო ჰგავს, მაგრამ მოყოლად მაინც ღირს. ესპანურმა გაზეთმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მესის...
მესი ამიგოებთან მიდის?
თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სენსაცია მოხდა: ლეო მესი „ბარსელონადან“ წავიდა. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც „კატალონიის სიამაყედ“ წოდებულ კლუბს 13 წლისა შეუერთდა, ფინანსური საკითხების გამო მიდის. არადა, ჯერ კიდევ გუშინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ პრობლემა მოგვარდა. ყველას ეგონა, რომ მესი „კამპ ნოუზე“ რჩებოდა. ესპანური, კერძოდ კატალონიური მას-მედია ერთხმად იმეორებდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, კლუბისა და...
როცა თამაში მოგებული გვეგონა…
უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ შინ თურქულ „სივასსპორთან“ 1:2 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ საქმე გაირთულა. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა თურქეთში ჰანდიკაპით ჩავსულიყავით. მამუჩაშვილის გოლით „დინამო“ მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა და ჩვენებს მერეც ჰქონდათ საგოლე მომენტები. თუმცა, მანამდე უღიმღამოდ მოთამაშე „სივასმა“ როგორც კი თამაში ააჩქარა, ზღვისპირული გუნდის დაცვაში პრობლემებმა იჩინა თავი და თურქებმა...
![1992-1993-uruguay-home-football-shirt-top-jersey-adults-large-[2]-3801-p ოლიმპიადა მონდიალთან რას მოვა](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2021/08/1992-1993-uruguay-home-football-shirt-top-jersey-adults-large-2-3801-p.jpg)








