ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გოლი გავიდა. ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის, სტუმრად 3:1 დაამარცხა გიბრალტარის „ლინკოლნი“ და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამაში კი, ქართველთა დამსახურება დიდია – მატჩში ანგარიში გურამ კაშიმ გახსნა. ორი გოლი ვლადიმერ ვაისი უმცროსის პასებით გავიდა: ჯერ მზრალმა შეაგდო, შემდეგ – ჰენტიმ. ლინკოლმა ერთი გოლი...
მესი ხელს აღარ აწერსო
მოლიდინი დიდია. წესით და რიგით, ლეო მესი ახალ კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ლა ლიგამ მსხვილ საინვესტიციო ფონდთან გააფორმა ხელშეკრულება. ინვესტორთა ფულიდან „ბარსას“ წილი 280 მილიონი ევროა. აქედან 42 მილიონის დახარჯვა კლუბს ხელფასებსა და ტრანსფერებზე შეუძლია, დანარჩენით კი ბიუჯეტში გარღვევა უნდა დააფაროს. გეგმის მიხედვით, კონტრაქტის გაფორმებას ლეოს მამაც დაესწრება. სავარაუდოდ,...
გრილიში სიტის ექიმებმა შეამოწმეს
ჯეკ გრილიშს პაპარაცებმა ფოტო მაშინ გადაუღეს, როდესაც ის „მანჩესტერ სიტის“ სამედიცინო ცენტრიდან გამოდიოდა. შემოწმება გაუვლია. ეს იმას ნიშნავს, რომ 100 მილიონ გირვანქად შეფასებულ ტრანსფერს სადაცაა ხორცი შეესხმება. ინგლისის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ 25 წლის თავდამსხმელზე რა ხანია წერენ, რომ ის „სიტიში“ გადადის და შემდეგ მას „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ ჰარი კეინიც შეუერთდება. ახლა, როდესაც დადგინდა, რომ „ქალაქელების“...
გენო ოქროს გზაზე
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში გავიდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი გარანტირებული მედალი აქვს. ფინალი 6 აგვისტოს შედგება, ჩვენს დელეგაციას კი ოლიმპიადაზე მოგებული მედლების რეკორდული მაჩვენებელი ექნება – 8. პეტრიაშვილი ნახევარფინალში ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს დაეჭიდა. პირველი პერიოდი ჩვენიანმა 0:3 წააგო, მაგრამ მეორე პერიოდში მეტოქეს ექვსი ქულა...
დევკაცი
ადამიანი მყიფე არსებაა. კუნთები და ძვლები საცოდავ მასალად გამოიყურება, თუ მათ საძალოსნე შტანგის ფონზე დააკვირდები და როცა ნახავ, რომ ერთი ადამიანთაგანი გამოდის და ორი მისვლით ნახევარ ტონას სწევს, ჯერ გაშეშდები, მერე კი იამაყებ – ეს იშვიათი ადამიანი შენიანია, ოლიმპიური და კიდევ ათასი სხვა უმაღლესი დონის საძალოსნო შეჯიბრების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. იგი წლებია მასხრად იგდებს ფიზიკის...
ლუკაკუს ჩელსიში უნდა
ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ „ინტერს“ სთხოვა „ჩელსის“ გულუხვ შემოთავაზებას დათანხმდეს და მას ლონდონში დაბრუნების ნება დართოს. აქამდე „ჩელსიმ“ მილანელებს ორჯერ მიმართა ლუკაკუსთან დაკავშირებით. „ლურჯების“ ბოლო შეთავაზება ასეთი იყო — 85 მილიონ გირვანქას პლუს განაპირა მცველი მარკოს ალონსო, მაგრამ იტალიის ჩემპიონი 100 მილიონ გირვანქას ითხოვს. ბოლო ცნობების თანახმად, კლუბები ინტენსიურად მუშაობენ საერთო ენის გამოსანახად. 28 წლის თავდამსხმელმა...
რა შუაშია საქართველო?
რუსულ მედიაში ლამის პანიკაა: მათი გუნდის ერთადერთ წარმომადგენელს კარატეში კოვიდი დაუდასტურდა და მწვრთნელებთან ერთად უკვე გამოამგზავრეს სამშობლოში. ანა ჩერნიშოვას ვირუსი მხოლოდ ტოკიოში გამოაჩნდა, საპანიკო კი რუსებს ის აქვთ, რომ მასთან ერთად იაპონიაში რუსი თავისუფალი მოჭიდავეებისა და მხატვრული ტანმოვარჯიშეების გუნდები გაფრინდნენ. სხვისი ცუდი როგორ უნდა გესიამოვნოს, მაგრამ ორივე ამ სახეობის წარმომადგენლებს ორ-ორჯერ გატესტავენ (სავალდებულო და საკონტროლო)...
უმჩატესი ოქრო
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია. ამაში ეჭვი, ალბათ, არც არავის ეპარებოდა. მთავარი იყო ოფიციალური დასტური და ეს დასტური ლაშამ 4 აგვისტოს მიიღო. ახლა უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, პირველ დისციპლინაში, ატაცში, +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე სამჯერ გავიდა: ჯერ 208 კილოგრამი შტანგა ასწია, შემდეგ – 215, ბოლოს კი, 223 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ატაცის შემდეგ...
წაქცეულმა სირბილში მოიგო
ქალთა შორის 1500 მეტრზე სირბილის საკვალიფიკაციო ეტაპზე კენიელი ედინა ჯებიტოკი მოულოდნელად დაეცა. მას კვალში ერთ-ერთი ფავორიტი, ეთიოპიური წარმოშობის ნიდერლანდელი სიფან ჰასანი ედგა, რომელმაც მეტოქეზე გადახტომა ვერ მოასწრო და ასევე დაეცა. სიფან ჰასანს შეეძლო პროტესტი გამოეთქვა – ის ხომ დამნაშავე კი არა, მსხვერპლი იყო და ფინალში გადაიყვანდნენ. ამის ნაცვლად ის წამოხტა და დაწინაურებულებს დაედევნა. დაედევნა რომელია...
ზოიძე ვერც ბრინჯაოს შეწვდა
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნაკრების წევრი რამაზ ზოიძე. ჩვენებური ნახევარფინალში გერმანელ ფრენკ შტაბლერს დაეჭიდა. თავიდან 0:5 ჩამორჩა, შემდეგ ოთხი ქულა კი აართვა მეტოქეს, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. შეგახსენებთ, რომ ზოიძემ მერვედფინალში 2016 წლის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა 3:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ...









