ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში გავიდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი გარანტირებული მედალი აქვს. ფინალი 6 აგვისტოს შედგება, ჩვენს დელეგაციას კი ოლიმპიადაზე მოგებული მედლების რეკორდული მაჩვენებელი ექნება – 8.
პეტრიაშვილი ნახევარფინალში ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს დაეჭიდა. პირველი პერიოდი ჩვენიანმა 0:3 წააგო, მაგრამ მეორე პერიოდში მეტოქეს ექვსი ქულა აართვა.
მანამდე, პეტრიაშვილმა, პირველ წრეში ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ დენ ჟივეი – 5:2.
მეორე ქართველმა ფალავანმა ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) კი, პირველივე შეხვედრა წააგო. ის იტალიელ ფრანკ ჩამიზოსთან 1:5 დამარცხდა.
თუ ჩამიზო ფინალში გავიდოდა, კენჭაძეს რეპეშაჟში გაიყოლებდა და ბრინჯაოს შანსი ექნებოდა. თუმცა, ჩამიზო ნახევარფინალში დამარცხდა და ქართველი მოჭიდავე უმედლოდ დარჩა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ტოკიოში ჯერ-ჯერობით შვიდი მედალი მოიპოვა – ორი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
