თვე: აგვისტო 2021

Home 2021 აგვისტო
ეროვნული ავტოგოლებით დაბრუნდა
ჩანაწერი

ეროვნული ავტოგოლებით დაბრუნდა

34 დღიანი პაუზის შემდეგ, ერონული ლიგის გათამაშება განახლდა. ამ ხნის განმავლობაში სახარბიელო ბევრი არაფერი მომხდარა. ქართული კლუბები წლეულსაც ნაადრევად დაემშვიდობნენ ევროთასებს. ცხადია, „ბათუმის“ გარდა. ზღვისპირელებს 12 აგვისტოს, დიდგორობის 900 წლისთავზე უწევთ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრა თურქეთში, „სივასპორთან“ (პირველი მატჩი – 1:2). განსაკუთრებით გულდასაწყვეტია თბილისის „დინამოს“ მორიგი სირცხვილი. მაგრამ, თუ კლუბის საკადრო პოლიტიკას გავითვალისწინებთ, ეს მოსალოდნელიც...

რა ღირს მესის ცრემლი?
ჩანაწერი

რა ღირს მესის ცრემლი?

არგენტინელი ფენომენის ბარსელონური ეპოქა ცრემლებით და სამუდამო სიყვარულის მტკიცებით დასრულდა. რაღაც უცხო განცდა დაგვეუფლა. ამ ცრემლებამდე მაინც გვჯეროდა, რომ საწაული მოხდებოდა. ეს ჩვენ და აბა, წარმოიდგინეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მესი და „ბარსელონა“ ცალ-ცალკე არც უნახავს. ლეოს წასვლით გადაიფარა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: გასული სეზონის დასრულებასთან ერთად მესიმ გადალახა მილიარდ დოლარიანი ბარიერი – ის გახდა მეოთხე...

ლაპორტა დასასვენებლად გაიქცა
ჩანაწერი

ლაპორტა დასასვენებლად გაიქცა

ბოლო პერიოდის სიგიჟისგან თავის დასაღწევად, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოთხდღიანი შვებულება აიღო. ლაპორტა თავისი ახლო მეგობრისა და კლუბის ერთ-ერთი დირექტორის, ქალთა სახეობების ხელმძღვანელის შავიერ პუჩის თანხლებით იბიცაზე ჩავიდა. იქ „ბარსას“ შეფი სხვა მეგობრებმა დაპატიჟეს. კამპანია რამდენიმე დღეს იახტაზე ინებივრებს. ლაპორტას მოკლევადიან არდადეგებს წინ „ბარსას“ ისტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პერიოდი უძღოდა: ლეო მესის წასვლით კატალონიური კლუბისთვის...

მესის და რამოსის სიძულვილის ისტორია
ჩანაწერი

მესის და რამოსის სიძულვილის ისტორია

ვინ მოთვლის რამდენჯერ გაცხარებულან ერთმანეთზე ლეო მესი და სერხიო რამოსი. ხშირად, ემოცია ზღვარს სცდებოდა. ყოფილა, ერთმანეთზე გაწეულან და ეს  ყველაფერი ელ კლასიკოს სდევდა თან. 15 წელიწადი დასდევდა მოედანზე რამოსი მესის და მართალია, როგორც პროფესიონალს არგენტინელის უმაღლესი ოსტატობა შეუძლებელია ვერ შეეფასებინა, დიდად არ ეპიტნავებოდა არგენტინელი. არც მესი გამოირჩეოდა რამოსის სიყვარულით. მაგრამ, გავიდა დაპირისპირებისა და შუღლის წლები...

დურანტის 198 მილიონი
ჩანაწერი

დურანტის 198 მილიონი

კევინ დურანტმა „ბრუკლინ ნეთსთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოქმედს ვადა 2022 წელს გასდიოდა და კევინს მისი გაგრძელების უფლება ჰქონდა. ახალი შეთანხმებით 32 წლის და 208 სმ. სიმაღლის ფორვარდი „ბრუკლინში“ 2025 წლამდე დარჩება და ჯამაგირის სახით 198 მილიონ დოლარს მიიღებს. ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გუნდში 2019 წელს მივიდა, მაგრამ პირველი სეზონი ტრავმების გამო მთლიანად გაუცდა. გასულ სეზონში...

ანტიოლიმპიადა
ჩანაწერი

ანტიოლიმპიადა

ბოლო წლების გაუთავებელი დოპინგ-სკანდალები, გაუმართლებელი სიძვირე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოუქნელი პოლიტიკა – ეს არის ის, რამაც დასავლეთს თავისთან ოლიმპიადების ჩატარების სურვილი გაუქრო. 2013 წლიდან მოყოლებული ევროპის ექვსმა ქვეყანამ ერთი მეორეს მიყოლებით (ზოგან სულაც რეფერენდუმის საფუძველზე) 2022 და 2026 წლების ზამთრის ოლიმპიადების მასპინძლობისთვის ბრძოლაზე უარი განაცხადა. პანდემიამ კი ცხადად აჩვენა, რომ თუკი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი...

შავი ლომი შეივსო
ჩანაწერი

შავი ლომი შეივსო

ესეც 36! „ევროპის რაგბის“ სუპერთასის რეგლამენტის თანახმად, ტურნირის მონაწილე გუნდის განაცხადში სწორედ ამდენი მორაგბე უნდა ირიცხებოდეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, განაცხადში მინიმუმ 36 მოთამაშე უნდა იყოს, თორემ გაფართოებულ შემადგენლობაში 40 და 50-იცაა დაშვებული. აქამდე ვიუწყებოდით, რომ პირველ ქართულ სარაგბო ფრენჩაიზ „შავ ლომთან“ კონტრაქტი 34-მა მოთამაშემ გააფორმა, ახლა კი მათ 2 ნიჭიერი ახალგაზრდაც დაემატა და განაცხადის...

დაასვენეთ ეს ბიჭი!
ჩანაწერი

დაასვენეთ ეს ბიჭი!

ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალში ესპანელთა შემადგენლობაში გამოვიდა „ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი. ეს მისთვის 73-ე (!) შეხვედრა იყო 2020-2021 წლების სეზონში. „ბარსაში“ მისი 52 მატჩი ასე განაწილდა: ლა ლიგა – 37, ჩემპიონთა ლიგა – 7, ესპანეთის თასი – 6, ესპანეთის სუპერთასი – 2. ამას გარდა პედრიმ დაიცვა ეროვნული (10 მატჩი), ოლიმპიური (7) და ახალგზრდული (4) ნაკრებების ღირსება....

კოუტინიუ. ბარსა თუ სფურზი?
ჩანაწერი

კოუტინიუ. ბარსა თუ სფურზი?

29 წლის ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ 2013-18 წლებში „ლივერპულში“ ბრწყინვალედ თამაშობდა, შემდეგ კი „ბარსელონაში“ გადავიდა და… ხელი მოეცარა. ესპანური მედიის ცნობით, ახლა ის შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს. „მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ თავდამსხმელის ყიდვა „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ სურს. „ტოტენჰემს“ კოუტინიუს შესაძენი ფული შეიძლება ინგლისის საუკეთესო თავდამსხმელის ჰარი კეინის „მანჩესტერ სიტიში“ გაყიდვით გამოუჩნდეს. ჩრდილო ლონდონელები კეინის სანაცვლოდ 160 მილიონ გირვანქას...

მესი ამას არ ელოდა
ჩანაწერი

მესი ამას არ ელოდა

მთელი მსოფლიო მოიარა კადრებმა, სადაც ლეო მესი „ბარსელონასთან“ გამოსათხოვარ პრეს-კონფერენციაზე ტირის. პლანეტის ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელს ცხვირსახოცი დარბაზში მჯდომმა მეუღლემ ანტონელა როკუცომ მიაწოდა. „დარწმუნებული ვიყავი, რომ ბარსელონაში ვრჩებოდი. აქ ჩემი სახლია… ჩვენი სახლი აქ არის. მე „ბარსაში“ მინდოდა დარჩენა და გეგმაც ეს იყო, მაგრამ დღეს, აქ გატარებული მთელი ცხოვრების შემდეგ, იძულებული ვხდები გამოსამშვიდობებელი სიტყვები ვთქვა“. მთელს...