დურანტის 198 მილიონი

Home აქეთურ-იქითური დურანტის 198 მილიონი
დურანტის 198 მილიონი

კევინ დურანტი ტრავმის გამო ორ შეხვედრას გამოტოვებს - 1TVკევინ დურანტმა „ბრუკლინ ნეთსთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოქმედს ვადა 2022 წელს გასდიოდა და კევინს მისი გაგრძელების უფლება ჰქონდა.

ახალი შეთანხმებით 32 წლის და 208 სმ. სიმაღლის ფორვარდი „ბრუკლინში“ 2025 წლამდე დარჩება და ჯამაგირის სახით 198 მილიონ დოლარს მიიღებს.

ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გუნდში 2019 წელს მივიდა, მაგრამ პირველი სეზონი ტრავმების გამო მთლიანად გაუცდა. გასულ სეზონში ისევ ტრვმების გამო სულ 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი საშუალო მონაგარი 26,9 ქულა, 7,1 მოხსნა და 5,5 პასი იყო.

ბრუკლინელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალს უწიეს და იქ „მილუოკისთან“ 3:4 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ დურანტი ტოკიოში ზედიზედ მესამე ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა და ტურნირის MVP გახდა. ზოგადად, დიურანტი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი იყო.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".