ჭდე: კევინ დურანტი

Home კევინ დურანტი
NBA-ში ევროპელები გაბატონდნენ
ჩანაწერი

NBA-ში ევროპელები გაბატონდნენ

სტატისტიკურმა გამოცემა FiveThirtyEight ჩაატარა კვლევა, რომელი კალათბურთელები იქნებიან NBA-ს კლუბების ყველაზე დიდი აქტივი უახლოესი 7 წლის განმავლობაში. კვლევა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა CARMELO-ს მეშვეობით ჩატარდა, რაც ყოველგვარ ემოციას გამორიცხავს და წმინდა წყლის მათემატიკას ეფუძნება. პროგრამა უამრავ დეტალს ითვალისწინებს. მათ შორის იმასაც, რომ კალათბურთელი 27 წლამდე პროგრესირებს, მერე კი უკეთეს შემთხვევაში, ინარჩუნებს ამ დონეს. შედეგები ამერიკელთათვის ნაკლებად...

დურანტის 198 მილიონი
ჩანაწერი

დურანტის 198 მილიონი

კევინ დურანტმა „ბრუკლინ ნეთსთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოქმედს ვადა 2022 წელს გასდიოდა და კევინს მისი გაგრძელების უფლება ჰქონდა. ახალი შეთანხმებით 32 წლის და 208 სმ. სიმაღლის ფორვარდი „ბრუკლინში“ 2025 წლამდე დარჩება და ჯამაგირის სახით 198 მილიონ დოლარს მიიღებს. ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გუნდში 2019 წელს მივიდა, მაგრამ პირველი სეზონი ტრავმების გამო მთლიანად გაუცდა. გასულ სეზონში...

ამერიკამ პრაიმ-ტაიმი შეირგო
ჩანაწერი

ამერიკამ პრაიმ-ტაიმი შეირგო

ტოკიოს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ფინალი იაპონიის დროით უჩვეულოდ ადრე – 11.30 საათზე დაიწყო. ორგანიზატორებმა შეხვედრა ამერიკული ტელეაუდიტორიის პრაიმ-ტაიმს დაამთხვიეს. ინტერესი კი უდიდესი იყო. ამერიკელებს არა მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, იქვე, ტოკიოში ჯგუფურ ეტაპზე მარცხისთვისაც ჰქონდათ რევანში ასაღები. რევანში შედგა! ერთადერთი, რაც ფრანგებმა მოახერხეს, ინტრიგის ბოლომდე შენარჩუნება იყო. ისინი ბურთის ხშირად (18) დაკარგვამ და...

წკაპ და დიადი ხარ?
ჩანაწერი

წკაპ და დიადი ხარ?

შემთხვევით გადავაწყდი CNN-ის მასალების მიხედვით მომზადებულ სტატიას… „25 სპორტსმენი, რომლებსაც ტოკიოში ყურდღება უნდა მიაქციო“. ნახევარი სია რომ ამერიკელებია – ჯანდბას… სკეიტბორდინგი… სერფინგი… მეკლდეურობა – ჯანდაბას… 25 სპორტსმენში რომ მხოლოდ ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა და კალათბურთელი კევინ დურანტი ვიცანი, ეგეც იქით იყოს… აი, 45 წლის ახალზელანდიელი ლორელ ჰაბარდი კი უკვე ვარსკვლავად გამოაცხადეს. ეგ ვინ არის და ის...

ლეგენდობიდან ვარსკვლავობამდე აქილევსია
ჩანაწერი

ლეგენდობიდან ვარსკვლავობამდე აქილევსია

New York Post-ის ანალიტიკოსმა ადამ ლუისმა სტატისტიკის მიხედვით საინტერესო ფაქტი დადო – აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდგომ პერიოდში კალათბურთელები გაცილებით სუსტად თამაშობენ. ამით მინიშნება გაუკეთა „ბრუკლინ ნეთსის“ ფორვარდ კევინ დურანტს, რომელმაც ეს ტრავმა ბოლო პერიოდში გადაიტანა. „გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 1970 წლიდან 2019 წლამდე აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული კალათბურთელების საშუალო მაჩვენებელი 2.9 ქულით იკლებს. ამჯერად...

NBA კიდევ იქნება…
ჩანაწერი

NBA კიდევ იქნება…

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კომისარმა ადამ სილვერმა ლიგის მმართველ საბჭოსთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა. მონაწილენი ოპტიმისტურად არიან განწყობილი NBA-ს სეზონის განახლებისთვის. ყველაფერი იქით მიდის, რომ მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგა წლეულს მაინც ჩამთავრდება. ლიგის ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილებისკენ იხრება მოთამაშეთა პროფკავშირის პრეზიდენტი, „ოკლაჰომა სითის“ გამთამაშებელი კრის პოლი. მის გარდა პროფკავშირებში ლიგის ბევრი ვარსკვლავია, რომლებიც ერთხმად უჭერენ მხარს სეზონის განახლებას....

ქვა აღმართში
ჩანაწერი

ქვა აღმართში

კარგი დღეები არ უდგას „გოლდენ სტეიტს“. გუნდი, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველას შიშის ზარს სცემდა და ობიექტურ მიზეზთა გამო ქომაგები ჩვენს ქვეყანაშიც მრავლად გაიჩინა… საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ყველაზე წარმატებული მოთამაშე ზაზა ფაჩულია ხომ სწორედ სან-ფრანცისკოს კლუბის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ზედიზედ ორჯერ ოქროს ბეჭედიც მოიგო. ამ სეზონში...

მუშტი და დურანტულა
ჩანაწერი

მუშტი და დურანტულა

სტეფ კარი კანადური მონსტრის წინაშე მარტო აღმოჩნდა. საშინაო კედლებში, მაშინ როცა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში „გოლდენ სტეიტი“ „ტორონტოსთან“ 2:3 აგებდა, ჩემპიონმა ლიდერები – კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი დაკარგა. დურანტულას ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მას მთელი მომავალი სეზონის გამოტოვება მოუწევს. მეტიც, მას კარიერის დასრულების საფრთხეც კი ემუქრებოდა. ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილმა კარიმ კი კავაის და ბიჭებს...

კავაი!
ჩანაწერი

კავაი!

გოლდენ სტეიტმა ბრწყინვალება დაკარგა – სტივ კერის ბიჭების ჰეგემონია დაემხო. NBA-ს სუპერფინალური სერიის მეექვსე მატჩში, კავაი ლეონარდმა და ბიჭებმა ორაკლ არენაზე ერთხელაც, ამჯერად – 114:110 იმარჯვეს და ტორონტო ისტორიაში პირველად გააჩემპიონეს. კანადურმა კლუბმა წინა შეხვედრების მსგავსად, უპირატესობა გადამწყვეტ მატჩშიც დასაწყისიდანვე მოიპოვა და „მეომრებს“ უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა. სტუმრების პირველი 11 ქულა სწორედ კავაიმ აიღო,...