

სტატისტიკურმა გამოცემა FiveThirtyEight ჩაატარა კვლევა, რომელი კალათბურთელები იქნებიან NBA-ს კლუბების ყველაზე დიდი აქტივი უახლოესი 7 წლის განმავლობაში.
კვლევა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა CARMELO-ს მეშვეობით ჩატარდა, რაც ყოველგვარ ემოციას გამორიცხავს და წმინდა წყლის მათემატიკას ეფუძნება.
პროგრამა უამრავ დეტალს ითვალისწინებს. მათ შორის იმასაც, რომ კალათბურთელი 27 წლამდე პროგრესირებს, მერე კი უკეთეს შემთხვევაში, ინარჩუნებს ამ დონეს.
შედეგები ამერიკელთათვის ნაკლებად სასიამოვნო აღმოჩნდა. პირველ სამ ადგილზე ევროპელები არიან და ამ აქტივების გამოხატულება ციფრებში ნამდვილად ფანტასტიურია:
ლუკა დონჩიჩი (დალასი) – 576.53 მილიონი დოლარი
ნიკოლა იოკოჩი (დენვერი) – 502.87
იანის ანტეტოკოუნმპო (მილუოკი) – 367.38
სისტემამ უმოწყალოდ გაცხრილა ამერიკელი ვარსკვლავები და იგივე ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი, 247,54 მლნ.) მხოლოდ მეათე ადგილზე აღმოჩნდა.
ბარემ გეტყვით, რომ ლებრონ ჯეიმსი 66 ადგილზეა, კევინ დურანტი კი 94-ე.
საუბარი, რომ ევროპული კალათბურთი თანდათან უთანაბრდება ოკეანის გადაღმურს, უფრო ლირიკა იყო. ახლა მათემატიკამ თქვა: კალათბურთი მხოლოდ ამერიკელთა თამაში არ არის.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
