ბოლო პერიოდის სიგიჟისგან თავის დასაღწევად, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოთხდღიანი შვებულება აიღო.
ლაპორტა თავისი ახლო მეგობრისა და კლუბის ერთ-ერთი დირექტორის, ქალთა სახეობების ხელმძღვანელის შავიერ პუჩის თანხლებით იბიცაზე ჩავიდა. იქ „ბარსას“ შეფი სხვა მეგობრებმა დაპატიჟეს.
კამპანია რამდენიმე დღეს იახტაზე ინებივრებს.
ლაპორტას მოკლევადიან არდადეგებს წინ „ბარსას“ ისტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პერიოდი უძღოდა: ლეო მესის წასვლით კატალონიური კლუბისთვის უდიდესი ეპოქა დასრულდა.
ჟოან გამპერის თასის წარდგინებაზე, ლაპორტას აშკარად ეტყობოდა, რომ თავს გადახდენილი ამბით დათრგუნული იყო.
ლაპორტა იბიცასა და კოსტა ბრავაზე დასვენების დიდი მოყვარული გახლავთ. მას დიდძალი დრო აქვს გატარებული ს’აგაროში, კადაქესსა და სხვა კურორტებზე.
პრეზიდენტი ახალი სეზონის დაწყების წინ ცოტას დაისვენებს.
ახალ სეზონს კი „ბარსელონა“ კვირას, შინ, „რეალ სოსიედადთან“ თამაშით იწყებს.
პანდემიის შემდეგ, ეს იქნება პირველი მატჩი, რომელსაც „კამპ ნოუზე“ მაყურებელი დაესწრება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 10:26ნოიერი მორალური სკანდალის გულში
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 08:41შევალიე ალბათ ამ ზამთარში წავა
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 07:37დემბელე რეკორდისკენ მიიწევს
აქეთურ-იქითური26/11/2026 | 08:54კვარას და დუეს გარეშე
