უკრაინის ნაკრები კვლავაც თავკაცის გარეშეა. 9 აგვისტოს გამართულმა ფედერაციის აღმასკომის სხდომამ შედეგი ვერ გამოიღო – ყველასთვის მისაღებ კანდიდატ სერგეი რებროვს არაბული „ალ-აინი“ არ უშვებს. უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მზად არის დაეხმაროს რებროვს კლუბისთვის კომპენსაციის გადახდაში, თუ თანხა მილიონ დოლარზე მეტი არ იქნება, თუმც ჯერ ამ მხრივ პასუხი არ სჩანს. სამაგიეროდ, გააქტიურდნენ სხვა სპეციალისტები. უკრაინულ მხარეს დაუკავშირდნენ...
მესის პრესკონფერენცია პარიზში
დღეს ლეო მესი „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელის რანგში წარადგინეს. საგანგებო პრეს-კონფერენციაზე არგენტინელმა თქვა, რომ მისი მთავარი ამბიცია ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგებაა. მან აგრეთვე დასძინა, რომ აღფრთოვანებულია თავდასხმაში ნეიმარისა და კილიან მბაპეს მხარდამხარ თამაშის პერსპექტივით. მესი „ბარსელონაში“ 2014-17 წლებში უკვე იყო მრისხანე ტრიოს წევრი, რომელსაც MNS-ს უწოდებდნენ. ეს სამეული შედგებოდა თავად მესისგან, ზემოთ ხსენებული ნეიმარისა და...
ლიდერბეთი სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურში
კომპანია “ლიდერბეთსა” და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის სამწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პარტნიორობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და „ლიდერბეთის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქართლოს დიასამიძემ. აღნიშნული თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქართული სპორტის განვითარება და ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობა წარმოადგენს. ყურადღება მიექცევა ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და კონკრეტული პროექტების რეალიზაციას. “კომპანია...
გერმანულ დინამოში ქართველი ითამაშებს
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გურამ გიორბელიძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამოში“ ითამაშებს. დრეზდენელებმა ჩვენებური ოფიციალურად წარადგინეს და მასზე დიდ იმედსაც ამყარებენ. „გიორბელიძე ჩვენს ფილოსოფიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ განასახიერებს და თამაშის სტილით გამოირჩევა. მოხარული ვარ, რომ ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელის შეძენა შევძელით“, – ამბობს დრეზდენელთა სპორტული დირექტორი რალფ ბეკერი. „მიხარია, რომ მაქვს საშუალება...
საქართველო მერვეზე გასულა
რანაირად გავიდა საქართველო ტოკიოს ოლიმპიადის არაოფიციალურ ცხრილში 8 მედლით მე-8 ადგილზე? აკი, 33-ე ვართო? საქმე ის არის, რომ BBC-მ მედლების დათვლის საკითხს სხვა კუთხით შეხედა. ამ ავტორიტეტული ბრიტანული მაუწყებლის შეხედულებას ქვემოთ გაგაცნობთ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტელეკომპანია კითხვას ასე სვამს: დასრულდა ოლიმპიადა, რომელშიც კვლავ დიდი ქვეყნები დომინირებდნენ. აშშ პირველ ადგილზე გავიდა, შემდეგ იყო ჩინეთი, რუსეთი...
მესი: ეს არის პარიზი!
ლეო მესი ახალ კლუბში წარადგინეს. არგენტინელის პარიზში ჩასვლის დღე მოვლენებით გადატვირთული გამოდგა. ვერ გეტყვით იფეთქებს თუ არა კოვიდი საფრანგეთის დედაქალაქში ახალი ძალით, მაგრამ ფეხბურთელს აეროპორტსა და სტადიონთან ასობით გულშემატკივარი დახვდა. მესიმ „პარი სენ ჟერმენთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელების ვარიანტს ითვალისწინებს. პლანეტის ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე ამ ორ წელიწადში 100 მილიონ ევროზე...
ნიკამ ტორონტო მოგებით დაიწყო
კანადის დედაქალაქ ტორონტოში საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 2.850.975 დოლარი არის. იქვეა ნიკოლოზ ბასილაშვილი (N 41 მსოფლიო რეიტინგში), რომელსაც პირველ წრეში მეტოქედ ამერიკელი ჯენსონ ბრუკსი ჰყავდა. მიუხედავად თავდაპირველი ჩამორჩენისა, მატჩი მაინც ჩვენიანის გამარჯვებით დამთავრდა – 2:6, 6:0, 6:4. მატჩი საათი და 52 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტში ნიკოლოზმა სამჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება, თუმცა მეორე სეტში...
რეალი ლა ლიგას უჩივის
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აპირებს სარჩელის შეტანას ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტაბასის და საინვესტიციო ფონდ CVC-ის წინააღმდეგ. „ჩვენ მივმართავთ ყველა სახის იურიდიულ ძალისხმევას, რათა ლა ლიგის ასამბლეასა და CVC-ს შორის გაფორმებული ყველა გარიგება ბათილად იქნას ცნობილი“, – წერია „რეალის“ განცხადებაში. ხსენებული საინვესტიციო ფონდის სათაო ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს. ლიგის ხელმძღვანელობამ CVC-სთან მიაღწია წინასწარ შეთანხმებას კომერციული...
დადასტურდა! მესი პსჟ-ს ფეხბურთელია
მესი „პარი სენ ჟერმენში“ ითამაშებს! ფეხბურთელმა და მისმა მრჩეველებმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს. კონტრაქტში ლაპარაკია ორ უეჭველ და კიდევ ერთ წელიწადზე, რომლის ამბავიც დროთა განმავლობაში გაირკვევა. არგენტინის ნაკრების კაპიტანი დღეს პარიზში სამედიცინო შემოწმებას გადის, ხვალ კი მისი ოფიციალური წარდგინება შედგება. „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასირ ალ ხელაიფიმ მესის გადასაბირებლად საოცრად ოპერატიულად იმოქმედა და „ბარსელონას“ ახლა...
ანტიოლიმპიადა – 2
დასაწყისი წაიკითხეთ აქ ოფიციალური მონაცემებით, იაპონიამ 2020 წლის თამაშების ორგანიზებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიარდი დოლარი დახარჯა, ამას კიდევ კერძო ინვესტორების ფული ემატება. მთლიანობაში, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ გათვით, რომელიც თავის მხრივ იაპონიის აუდიტორთა კოლეგიის დასკვნას ეყრდნობა, ტოკიოს თამაშების ხარჯებმა 25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. არადა, თავდაპირველი ბიუჯეტი მხოლოდ 7,4 მილიარდი დოლარი იყო. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ტოკიო...









