ესპანეთში ფეხბურთის კლუბთა უჩვეულო შეკრება ჩატარდა, რომელიც თითქმის 11 საათს გაგრძელდა და საინვესტიციო ფონდ CVC-თან ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა. საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობას ხმა მისცა 38-მა კლუბმა, რაც, რასაკვირველია, აბსოლუტური უმრავლესობაა. წინააღმდეგნი წავიდნენ „ბარსელონა“, „რეალი“, „ბილბაო“ და „ოვიედო“. როგორც ვთქვით, ორი ბობოლა კლუბის (პლუს „ბილბაო“ და „ოვიედო“) წინააღმდეგობის დაძლევა „პატარებს“ დიდ ძალისხმევად დაუჯდათ. მრავალსაათიანი დავა-კამათის შემდეგ, CVC...
ლუკაკუს დაბრუნება
რომელუ ლუკაკუ ბედნიერია, „ჩელსიმ“ ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ლონდონელებმა „ინტერს“ მის სანაცვლოდ 97,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ბელგიელი მსოფლიო კლასის ვარსკვლავია, რომლის გადაბირებას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა მწვრთნელი თომას ტუხელი მთელი ზაფხული ცდილობდა. 28 წლის თავდამსხმელმა „ინტერში“ ორი ჩინებული სეზონი ჩაატარა. ბოლოს, სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაშიც დიდი როლი ითამაშა. „ნეროაძურის“ სკუდეტო ბოლოს 2009-10 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული....
ორჯერ წაგებული
ორჯერ უგებდა ბათუმის „დინამო“ უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაო ეტაპზე ორჯერ, შინ და სტუმრად უგებდა თურქულ „სივასპორს“, მაგრამ ფლეი ოფში მაინც მეტოქე აღმოჩნდა. ბათუმში, მამუჩაშვილის გოლით დაწინაურებულმა დინამოელებმა ჯერ საპასუხო გოლი გაუშვეს, ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე – საერთოდ წააგეს. საშინაო ჩამორჩენა გია გეგუჩაძის გუნდმა სტუმრად მეორე ტაიმში „ამოქაჩა“ და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა....
რონალდუც პარიზში?
ფრანგული პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მშვენივრად უწყის, რომ კილიან მბაპე ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს და მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს მადრიდის „რეალს“. თურმე ნუ იტყვით და ალ-ხელაიფის მბაპეს შემცვლელი უკვე შეუგულებია – კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი სწორედ 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება. ფეხბურთელმა კი გამოთქვა ტურინში 2024 წლამდე დარჩენის მზადყოფნა, მაგრამ თუ მსუყე...
კუმანი ცივი უარით გამოისტუმრეს
კატალონიური გამოცემა „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ დირექტორატი ძირითადად გამოუსადეგარი ფეხბურთელების თავიდან მოშორებით არის დაკავებული. კლუბი ცდილობს ისინი გაყიდოს, რათა ჯერ ერთი სახელფასო ფონდი შეამციროს და მეორეც, იშოვოს თანხა რამდენიმე ახალწვეულის რეგისტრაციისთვის. „ბარსა“ ახალ სეზონს კვირას, „რეალ სოსიედადთან“ თამაშით იწყებს. გუნდის ჰოლანდიელი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი ორ ახალ ფეხბურთელს ითხოვს. ის რთულ მდგომარეობაშია, ლეო მესი წავიდა,...
ასე იაფი სიტი
ინგლისში პრემიერლიგის 2021-2022 წლების სეზონი ქომაგებს ღია კარით ხვდება. არის მოლოდინი, რომ დასწრება ისეთივე იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო. ბუნებრივია, დიდ ფეხბურთს დანატრებული ფანობა აბონემენტებს შეიძენს. დამდეგი სეზონისთვის აბონემენტის ფასები კლუბებმა უკვე გამოაქვეყნეს. ყველაზე ძვირი „არსენალის“ ქომაგობა ჯდება – 891 გირვანქა; ოდნავ იაფია „ტოტენჰემის“ აბონემენტი (807 გირვანქა); მესამე კი სიძვირით „ლივერპულია“ (685 გირვანქა). და სად არის...
ანტიოლიმპიადა – 3
დასაწყისი წაიკითხეთ აქ 2011 წელს ანალიტიკურმა ცენტრმა GlobeScan მსოფლიოს 21 ქვეყანაში გამოკითხვა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ აბსოლუტურ უმეტესობაში – 18 ქვეყანაში, გამოკითხულთა უმეტესობა თავიანთი ოლიმპიელების წარმატებით უსაზღვრო ნაციონალურ სიამაყეს გრძნობდა. ამასთანავე კვლევამ აჩვენა, რომ ოლიმპიური წარმატებებით სიამაყის განცდა, განსაკუთრებით ძლიერი განვითარებად და ტოტალიტარურ ქვეყნებში აღინიშნებოდა. ოლიმპიური მიღწევები მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნიათ: 🇰🇪 კენიაში – გამოკითხულთა 91%...
ლუკაკუ აქეთ-იქით დაფრინავს
რომელუ ლუკაკუ ლონდონში ჩაფრინდა. 28 წლის ბელგიელის თვითმფრინავი ბიგინ ჰილის აეროპორტში დაჯდა. მან „ინტერიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის საკითხი უნდა მოაგვაროს. „ლურჯები“ მასში 98 მილიონ გირვანქას (115,6 მილიონ ევროს) იხდიან. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ლუკაკუ „ინტერიდან“ „ჩელსიში“ კი არ გადადის, არამედ ბრუნდება. ის ლონდონურ კლუბს 2011-14 წლებში ეკუთვნოდა. დროის ამ მონაკვეთში „ლურჯებს“ ის ხან „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“...
სუპერკეპამ სუპერთასი ჩელსის მოუტანა
ევროპის სუპერთასი „ჩელსიმ“ მოიგო. მან ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ „ვილიარეალი“ დაამარცხა. ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი ლონდონელთაგან მარტო კაი ჰავერცმა ვერ გაიტანა, ხოლო ესპანური გუნდის ფეხბურთელებიდან ალჟირელ აისა მანდისა და 35 წლის რაულ ალბიოლს მოეცარათ ხელი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულთა შეხვედრაში ყველაზე მეტად იმან მიიპყრო ყურადღება, რომ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას...
უსაათო ბასილაშვილი
ტორონტოში მიმდინარე მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილს (41-ე რეიტინგში) საათიც არ დასჭირვებია ავსტრალიელი ალექს დე მინაურის (18) დასამარცხებლად – 6:1; 6:1. ასე მოთამაშე ბასილაშვილი დიდი ხანია არ გვინახავს. ნიკოლოზი მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა სიტუაციას და მეტოქე უშანსოდ დატოვა. მართალია, მინაურს ხუთი ბრეკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ნიკამ კი, ექვსიდან ხუთი ბრეკ პოინტი მიითვალა. პირველ...









