„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი ვარსკვლავი რაფაელ ვარანი პრემიერლიგის პირველ შეხვედრას სტადიონზე, „ოლდ ტრეფორდზე“ დაესწრო, მაგრამ ტრიბუნაზე არ გასულა, თამაშს ტელევიზორში უყურა. „ოცნებათა თეატრად“ ცნობილ სარბიელზე გადაღებული ფოტოებიც ამას ადასტურებს — 28 წლის ფრანგს მოედნისთვის არც გადაუხედავს. ზოგმა თქვა, თავიდან, რამდენიმე წუთს ცოცხლად უყურაო, მაგრამ ამისი საბუთი არ არსებობს. ვარანი „ოლდ ტრეფორდზე“ იმავე დილით წარადგინეს, შემდეგ კი...
სალამიც არ დაუმთავრებია
ჯერ სეზონი არ დაწყებულა და „პარი სენ ჟერმენის” ახალწვეული სერხიო რამოსი ტრავმის გამო უკვე გამოაკლდა გუნდს. 35 წლის ცენტრალურ მცველს ტერფი აწუხებს და მოედანზე სექტემბრის შუა რიცხვებში თუ გავა. შექმნილმა ცაიტნოტურმა სიტუაციამ პარიზელებს მისი შემცვლელის ძებნა გადააწყვეტინა. “ნაპოლის” დაცვის 30 წლის ლიდერი კალიდუ კულიბალი აქამდეც იყო პსჟ-ის სამიზნე. ფეხბურთელი “ნაპოლიში” 2014 წელს ბელგიური „გენკიდან” გადავიდა....
ოღონდ კოუტინიო წაიყვანეთ
როგორც იტალიური Corriere dello Sport იუწყება, შესაძლოა, ფილიპე კოუტინიომ დამდეგი სეზონი რომის “ლაციოში” გაატაროს. შეთავაზება თავად “ბარსელონასგან” მოდის, რომელიც მზადაა, ფეხბურთელი იჯარით გაუშვას და ხელფასის სოლიდური ნაწილიც თავად იხადოს. ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2018 წელს “ლივერპულიდან” 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, გუნდის სქემას ვეღარ ერგება და...
ბარტომეუს კონტრშეტევა
„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზეპ-მარია ბარტომეუმ მის მემკვიდრეს, ჟოან ლაპორტას ღია წერილით მიმართა, რომელშიც თავის გამართლება და კონტრშეტევა სცადა. მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი კატალონიური კლუბის სავალალო ფინანსური მდგომარეობა. ის ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლით დამთავრდა. მესის წასვლამ კი დიდი ხმაური გამოიწვია. გაისმა ბრალდებები, რომ ეს ყველაფერი ბარტომეუს ბრალია. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ჩაფიქრებული ეკონომიკური...
მამარდაშვილის შესანიშნავი სტარტი
„მარკა“: „ვალენსია“ სამ ქულას დიდწილად თავის ახალ მეკარეს, 20 წლის გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდეს. ქართველმა რამდენიმე საკვანძო ეპიზოდში გამოიჩინა თავი. მის მიერ მოგერიებულთა შორის, მატჩის მიწურულს, იყო ერთი დარტყმა, როდესაც მეკარემ თავისგან მარჯვნივ, ლამაზი და დაუჯერებელი თამაშით გუნდი სიკვდილისგან იხსნა. მამარდაშვილი „ვალენსიამ“ ამ ზაფხულს შეიძინა და თავდაპირველი გეგმის თანახმად B გუნდში გაუშვა, მაგრამ მეკარემ მწვრთნელ...
მესის ცრემლი მილიონი ღირს
1 მილიონი დოლარი და თქვენ მესის ცრემლების მფლობელი გახდებით… მართალია უკვე დამშრალის, მაგრამ მაინც. საქმე ისაა, რომ ინტერნეტში სავაჭრო პლატფორმაზე Mercado Libre დაიდო განცხადება: „იყიდება ქაღალდის ხელსახოცი, რომლითაც ლეო მესი ცრემლებს იმშრალებდა „ბარსელონასთან” გამოთხოვებისას. ფასი 1 მილიონი დოლარი“.
ბასილაშვილი ჰურკაჩს ვერ მოერია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერს მერვედფინალში გამოეთიშა. ჩვენებური პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან 7:6; 4:6; 4:6 დამარცხდა. არადა, ქართველ ჩოგბურთელს კარგი შანსი ჰქონდა მეოთხედფინალში გასასვლელად – პირველი სეტი მოიგო. ბრძოლაში, ტაი ბრეიკზე.. თანაც, ბრეიკით იყო ჩამორჩენილი. ბრეიკით ჩამორჩა ნიკა შემდეგ სეტებში, მაგრამ მათი შემობრუნება ვეღარ მოახერხა. შეგახსენებთ, ნიკამ ჰურკაჩამდე ამერიკელი ჯენსონ ბრობსკი (2:6; 6:0; 6:4) და ავსტრალიელი ალექს დე...
ვან დაიკი სიამოვნებას იხანგრძლივებს
„ლივერპულის“ მწვრთნელს იურგენ კლოპს თავი ქუდში აქვს. ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი „ენფილდ როუდზე“ რჩება. 30 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ვან დაიკის ძველ კონტრაქტს ვადა 2023 წელს ეწურებოდა. ინგლისური მას-მედიის ცნობით, მხარეები თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ვან დაიკი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრალურ მცველად ითვლება, მაგრამ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და 2020...
ანტიოლიმპიადა – 4
დასაწყისი წაიკითხეთ აქ შეერთებულ შტატებში ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ტრანსლაციას ჯამურად 17 მილიონი ტელემაყურებელი ჰყავდა. ეს 36%-ით ნაკლებია 2016 წლის რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მაყურებლებთან შედარებით. მეტიც, ეს ყველაზე მცირე აუდიტორიაა ბოლო 33 წლის განმავლობაში. ცხადია, ზოგ ქვეყანაში ვითარება შესაძლოა განსხვავებულიც იყოს, მაგრამ მედია მომსახურების ამერიკული ბაზარი, თავისი მსოფლიოში უმსხვილესი ტელეარხებით, აუდიტორიის ჩვევების შესაფასებლად, სანიმუშოდ აიღება...
მერმა ჩემპიონს მედალში უკბინა
იაპონელ მიუ გოტოს ოლიმპიური ჩემპიონის მედალს შეუცვლიან და ახალს გადასცემენ. 20 წლის გოგონამ თავისი ქვეყნის სოფტბოლის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მშობლიურ ქალაქ ნაგოიაში საზეიმო შეხვედრა მოუწყეს. ინციდენტიც სწორედ ამ ღონისძიების მსვლელობისას მოხდა. ქალაქ ნაგოიას მერი ტაკაში ნაკამურა სცენაზე ავიდა, ჩემპიონის მედალი გულზე დაიკიდა, პირბადე ჩამოიხსნა და ოქრო კბილით მოსინჯა. გამხიარულებულმა მერმა გოგონას უტაქტო შეკითხვაც...









