ინგლისური მედია წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერის“ ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს, პოლ პოგბას, კვირაში ჯამაგირად 510 ათას გირვანქას (600 ათასზე ცოტა მეტი ევრო) გადაუხდის, თუკი კს მომავალ ზაფხულს პარიზულ კლუბში გადავა. პოგბას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი გაისად ზაფხულს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. ფრანგის მომავალს მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, მაგრამ ფინანსური სიძნელეების გამო ტრანსფერი ვერ ხერხდება. გაისად...
ანტიოლიმპიადა – 5
დასაწყისი წაიკითხეთ აქ. უახლესმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რესპოდენტთა 62% მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კვლავინდებურად მიიჩნევს ოლიმპიადას მიმზიდველ და გამაერთიანებელ ღონისძიებად. მთლიანობაში ექსპერტები თვლიან, რომ სწრაფი აღსასრული ოლიმპიურ მოძრაობას არ ემუქრება, მაგრამ „თაობა Z“ მისგან რადიკალურ რეფორმებს ითხოვს – დაწყებული ტექნოლიგიებიდან, პიროვნების როლის წამოწევით დამთავრებული. უწინდელი სისტემა, რომელიც ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებისადმი და წესებისადმი სრულ მორჩილებას გულისხმობს,...
კლოპი: ძველი უმჯობეს არს
„ლივერპული“ და ჯორდან ჰენდერსონი ახლოს არიან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ახალი კონტრაქტი 3+1 სისტემით იქნება შედგენილი, ერთწლიანი გაგრძელება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ჰენდერსონი პირველი სამი წლის განმავლობაში. ახალი კონტრაქტით კაპიტნის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგა ხანი გრძელდებოდა და ისიც ითქვა, ჩიხში შევიდაო. გადამწყვეტი სიტყვა იურგენ...
ვარსკვლავი, რომელმაც ნათელმხილველი დაამარცხა
გერდ მიულერი კარიერის განმავლობაში რეკორდს რეკორდზე ამყარებდა, მაგრამ მთავარი გოლი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიტანა, როდესაც გერმანიის (ფედერაციული რესპუბლიკის) ნაკრებს უდიდესი საფეხბურთო ტიტული მოუტანა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა 75 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილამდე ოთხი წლით ადრე, მიულერმა წიგნში „გოლი“ საინტერესო ამბები გაიხსენა. 700 გოლის ავტორი და 14 დიდი ტიტულის მფლობელი ჰოლანდიასთან ფინალის წინ თურმე იმაზე ნერვიულობდა,...
ნუნუ: ჯერ არ ვიცი, როდის ითამაშებს კეინი
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცმა ნუნუ ესპირიტო სანტომ არ იცის ითამაშებს თუ არა ჰარი კეინი შემდეგ ტურში, „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ. კეინის გარშემო დიდი აურზაურია. ვეღარ გარკვეულა გადადის თავდამსხმელი „მანჩესტერ სიტიში“ თუ „სფურზში“ რჩება. „დეზების“ ლიდერი და ინგლისის ნაკრების კაპიტანი პირველი ტურის შეხვედრაში მოედანზე არ იყო. „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ სწორედ „სიტის“ მოუგო 1:0. კეინის არყოფნის მიზეზად არასრული ფიზიკური მომზადება დასახელდა....
რინგს ალი მოედო
კვიცი გვარზე ხტისო და მსოფლიო კრივის ლეგენდის, მუჰამედ ალის შვილიშვილი ნიკო ალი უოლში პროფესიულ კრივს გაყვა და პირველი ბრძოლაც ჩაატარა. როგორც ჩანს, ბაბუის მსგავსად შვილიშვილსაც ძლიერი დარტყმა აქვს, რადგან ალი უმცროსმა ჯორდან უიკსი 3 წუთში ორჯერ დაანოკდაუნა მეტოქე და მსაჯების გადაწყვეტილებით ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება პატარა ალის მეტოქე, მაგრამ უახლოესი ბრძოლა სამ...
მამუკა რაგბს დაუბრუნდა
დიახ! მამუკა გორგოძე რაგბს დაუბრუნდა. ამიერიდან ქართული რაგბის ლეგენდა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი იქნება, თანაც ამ, სამეთვალყურეო ფუნქციის მატარებელ ორგანიზაციაში ის ნამდვილად არ იქნება ერთადერთი ლეგენდარული ბორჯღალოსანი! მამუკას გარდა გამგეობის წევრად აირჩა ასევე დავით კაჭარავა – საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც პოლიტიკაზე ბრწყინვალე სპორტული კარიერის დასრულებისთანავე გადაერთო, მაგრამ გულმა საყვარელი საქმის გარეშე დიდხანს ვერ გაუძლო...
სალაჰის მერვე ინგლისური რეკორდი
„ლივერპულის“ ვარსკვლავმა მო სალაჰმა პრემიერლიგის პირველ ტურში „ნორვიჩს“ გოლი გაუტანა და რეკორდი დაამყარა: ზედიზედ ხუთი სეზონია, ეგვიპტელი ჩემპიონატს ბურთის ბადეში შეგდებით იწყებს. აქამდე, პრემიერლიგაში, ასეთი რამ არავის გაუკეთებია. მერსისაიდელებმა „ნორვიჩს“ სტუმრად 3:0 მოუგეს. 29 წლის თავდამსხმელმა მასპინძელთა კარში მესამე გოლი შეაგდო. სალაჰმა პირველ ტურში გოლების გატანა თავის სადებიუტო შეხვედრაში დაიწყო. ეს ხუთი წლის წინ მოხდა,...
ჯეკოს მძიმე ტვირთი
მილანის “ინტერმა” 35 წლის ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო დაიმატა. ჯეკოს “რომასთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. ამის მიუხედავად, “ინტერს” 1,5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს რომაელთათვის, თუკი ჯეკოს დახმარებით ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ბოსნიელს მეტისმეტად დიდი ტვირთი აჰკიდეს. რომელო ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის წასვლის შემდეგ “ინტერის” შეტევა მეტისმეტად უკბილო ჩანს. ჯეკოს საგოლე...
სიხარული და სტვენა პარკ დე პრენსზე
შაბათს, „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებმა თავიანთ ახალ „გალაქტიკოებს“ ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. განსაკუთრებული ოვაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ლეო მესის ერგო. ეს მოხდა ახალი სეზონის პირველი თამაშის წინ, რომელიც პარიზელებმა „სტრასბურს“ 4:2 მოუგეს. ფანებს ზაფხულის ხუთი ახალწვეული წარუდგინეს. ისინი იყვნენ ხსენებული მესი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი, ჟორჟინიო ვინალდუმი და ჯანლუიჯი დონარუმა. სხვა საქმეა, რომ ჩამოთვლილთაგან შეხვედრაში მხოლოდ...









