„ლივერპული“ და ჯორდან ჰენდერსონი ახლოს არიან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ახალი კონტრაქტი 3+1 სისტემით იქნება შედგენილი, ერთწლიანი გაგრძელება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ჰენდერსონი პირველი სამი წლის განმავლობაში.ახალი კონტრაქტით კაპიტნის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგა ხანი გრძელდებოდა და ისიც ითქვა, ჩიხში შევიდაო.
გადამწყვეტი სიტყვა იურგენ კლოპმა თქვა: „მე ჰენდერსონი მჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კლოპისვე მოთხოვნით გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს „ლივერპულის“ კიდევ ერთ ლიდერ ვირჯილ ვან დაიკს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
