მიუნხენელებმა ეს ტიტული მეცხრედ იზეიმეს. „ბაიერნმა“ ქვეყნის სუპერთასის მატჩში უპრინციპულეს მეტოქე „დორტმუნდს“ 3:1 მოუგო. პირველი და ბოლო გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, კიდევ ერთი კი აქტივში თომას მიულერმა ჩაიწერა. დორტმუნდელთაგან ერთადერთი საპასუხო მარკო როისმა გაიტანა. მეცხრე სუპერთასი გერმანიის რეკორდია, თუმც ეს შეხვედრა სხვა მხრივაც იყო გამორჩეული – მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. მეტიც:...
ანტივაქსერები ინგლისურ ფეხბურთში
როგორც გაირკვა, covid 19-ის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობა ბევრმა თვით ინგლისურ საფეხბურთო სამყაროშიც ვერ დაიჯერა. ეს ამბავი კლუბების გაბრაზებასა და გაღიზიანებას იწვევს. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი უკვე ორჯერ არის აცრილი და ალბათ ამიტომაც ვხედავთ ტელეეკრანებზე ძველებურად გადავსებული სტადიონებს. „სანმა“ კვლევა ჩაატარა. გაზეთმა დარეკა ოთხი ზედა დივიზიონის კლუბებში და მათ მეპატრონეებს, თავმჯდომარეებს ან აღმასრულებელ შეფებს ელაპარაკა....
უქმეებამდე რაღა დარჩა
ჰარი კეინი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის იდეას ვერ ეშვება და იმედოვნებს, რომ მისი საქმე ამ უქმეებამდე გაიჩარხება. „ტოტენჰემის“ თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ ტრანსფერი გააჯანჯლა. მეტიც, ის რომ კეინი „სფურზიდან“ სადმე გადავა ახლაც საეჭვოა, თუმცა „დეზების“ ბანაკიდან გამოჟონა ხმამ, რომ არც მისი დარჩენაა ასპროცენტიანი. ამბობენ, ზაფხულის 100 მილიონიანი წინადადების ჩავარდნის შემდეგ, „სიტიმ“ ფინანსები გადათვალა და ახლა „ტოტენჰემს“ 120...
თანაგუნდელი მატჩისას გალახა
საფეხბურთო მოედნებზე რა აღარ მომხდარა და რას არ შევსწრებივართ… წუხელ, თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში დებიუტანტმა „გირესუნსპორმა“ შინ „გალათასარაისთან“ 0:2 დათმო. მეორე ტაიმის მსვლელობისას სტუმართა ბრაზილიელ მცველ მარკაო ტეიშეირასა და ამავე გუნდის ნახევარმცველ ქერემ აქტურქოღლუს შორის კონფლიქტი მოხდა. თურქმა ბრაზილიელს ანიშნა გაჩუმდიო, პასუხად კი თავით და მუშტით რამდენიმე დარტყმა მიიღო. შეხვედრის არბიტრმა მარკაო დაუყოვნებლივ გააძევა. მისი...
როჯერ, როდემდე?
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა გაავრცელა განცხადება, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს და მათ შორის US OPEN-ს გამოტოვებს. „ვესაუბრე ექიმებს და მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდება. რეაბილიტაციის გათვალისწინებით ეს საკმაო დროს წაიღებს და ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, ჯანმრთელი ვიყო და იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები“, – განაცხადა როჯერმა. ყველა დროის ერთერთ უდიადეს მეჩოგნეს სიტყვაც არ დასცდენია...
მე, მესი და ეტო’ო
დღეს, ახლო წარსულის დიდ ფრანგ თავდამსხმელს ტიერი ანრის 44 წელი შეუსრულდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს Amazon Prime Video-ზე სხვადასხვა თემებთან ერთად ერთად ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლის შესახებაც გაესაუბრნენ. „არსენალის“ ლეგენდამ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა უპასუხა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დააბალანსებს გუნდის თამაშს მაურისიო პოჩეტინო. „ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსი გახლავთ. ჩვენ ყველას გვიყვარს...
ლაპორტა: მესის გაშვება გარდაუვალი იყო
ცუდი ამბის მოსმენა გინდათ თუ ცუდი ამბის? ინგლისური „დეილი მეილის“ აზრით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელთა ბოლოდროინდელი პრეს-კონფერენციები დაახლოებით ასე მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ორშაბათს, კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც მდგომარეობიდან გამოსასვლელად გეგმა მოფიქრებული აქვს და თან გაცეცხლებულია. მან თავის წინამორბედ ჟოზეპ მარია ბარტომეუს შეუტია. ლაპორტამ თქვა, რომ დღეს „ბარსელონას“ ქონება მინუს 451 მილიონი ევროა, რაც...
ბასილაშვილის ცინცინატი დამთავრდა
ცნცინატის მასტერსის პირველ წრეში ნოკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდა და 5:7; 3:6 დამარცხდა. ქართველ ჩოგბურთელს აშკარად არ მიდიოდა საკუთარი ჩაწოდება. პირველ სეტში ორჯერ დათმო. თუმცა, ორივეჯერ დაიბრუნა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე წააგო. მეორე სეტში ორჯერ დათმო ნიკოლოზმა მოწოდება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთხელ დაიბრუნა და ტურნირს დაემშვიდობა.
მათე-ბიჭი: ნაკრები იწყება თავისუფლებით
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ კალათბურთელი მათე კაპანაძე 18 წლის არის. ვარჯიში ქუთაისში, მერაბ ნაცვლიშვილთან 9 წლის ასაკში დაიწყო, 2016 წელს კი, თბილისში ზაზას აკადემიაში გადავიდა, სადაც ზორან პენოსა და ირაკლი მაისურაძის ჯგუფში ვარჯიშობდა. მესამე წელიწადია უკვე „დინამოშია“ და საქართველოს სუპერლიგასაც გაუშინაურდა. ამას წინათ, თბილისში ჩატარებულ ევროჩელენჯზე ასასკობრივი ნაკრებიც დააჭაშნიკა, სადაც საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის,...
ქართველები პარალიმპიადაზე დათვრნენ…
რაც ტოკიოში მოხდა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ქართველი პარალიმპიელები დათვრნენ, ახმაურდნენ და სასტუმროს დარაჯმა კარზე რომ მიუკაკუნა, ნუ ხმაურობთო, შენიშვნა იუკადრისეს. იაპონური პრესა იუწყება, რომ ქართველმა ძიუდოისტმა, ზვიად გოგოჭურმა 60 წლის დარაჯი სცემა. პოლიციამ, სპორტსმენი დააკავა. გოგოჭურს, ცხადია, საუკეთესო შემთხვევაში, პარალიმპიადიდან გამოაძევებენ და საქართველოში დააბრუნებენ. შესაძლოა, უარესიც მოხდეს და სანქცია მთლიანად გუნდს შეეხოს. ამბავი საქართველოს...









