თვე: აგვისტო 2021

Home 2021 აგვისტო
გადაუხადე ორი, გადაგვიხადე – ოთხი
ჩანაწერი

გადაუხადე ორი, გადაგვიხადე – ოთხი

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საუბარი მიდის ფინანსურ ფეარ ფლეიზე. სწორედ ამის გამო ვერ შეინარჩუნა „ბარსელონამ“ ლიდერი და ლეგენდა ლეო მესი. შედეგად, უეფა 2021 წლის სექტემბერში აპირებს დააწესოს ხელფასის ზედა ზღვარი, ხოლო მათთვის, ვინც ამ ზღვარს არ დაიცავს, შემოიღოს „ფუფუნების“ გადასახადი, რომელიც, შესაძლოა, უკვე 2022 წლიდან ამოქმედდეს. რაში მდგომარეობს ამ წესის არსი? ევროთასებზე მონაწილე გუნდებს უფლება...

იუვე წარმატებით ვაჭრობს
ჩანაწერი

იუვე წარმატებით ვაჭრობს

უკვე გაცხადდა, რომ 23 წლის ევროპის ჩემპიონი მანუელ ლოკატელი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. „სასუოლო“ დათანხმდა ნახევარცველის გაშვებაზე იჯარა-გამოსყიდვის უფლებით. „იუვეს“ უფლება აქვს, 2023 წელს 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს ფეხბურთელი, თუკი მას ამ ორ წელიწადში თამაშების გარკვეული რაოდენობა დაუგროვდება. ამ თანხის გარდა, „სასუოლომ“ შეიძლება მიიღოს კიდევ 12,5 მილიონი ბონუსების სახით. იტალიის ნაკრების...

სიკეთე გადამდებია
ჩანაწერი

სიკეთე გადამდებია

პოლონელ მძლეოსან მარია ანდრეიჩიკს რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 2 სანტიმეტრი დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე. წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი იყო 25 წლის შუბის მტყორცნელი, როცა ტოკიოში მეორე ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად, ტოკიოდან დაბრუნებულმა მარიამ ვერცხლის მედალი აუქციონზე გაიტანა. მან გადაწყვიტა დახმარებოდა სრულიად უცხო 8 თვის ბიჭუნა მილოშეკ მალშეს, რომელსაც გულზე ოპერაცია სჭირდება. აღნიშნული ოპერაცია ამერიკული ბალტიმორის კლინიკაში...

ჰოლანდი, ნორვეგიელთა ოცნების ამსრულებელი
ჩანაწერი

ჰოლანდი, ნორვეგიელთა ოცნების ამსრულებელი

„დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავი, 21 წლის ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად არის ცნობილი, მაგრამ გერმანიის სუპერთასის დღეს, თავი სხვა მხრივაც გამოიჩინა. სუპერთასზე „ბაიერნმა“ „შავ-ყვითლებს“ 3:1 მოუგო, თუმცა მატჩის დამთავრების შემდეგ ჰოლანდმა მოიგო მთელი გერმანიის გული. ფორვარდმა, რომლის გადაბირების იმედი „რეალს“ ჯერაც არ გადაუწურავს, ტრიბუნაზე პატარა ნორვეგიელი ფანი შეამჩნია, რომელსაც ბანერი ეჭირა და მას სამახსოვროდ მაისურს...

ვინ იქნება ბარსას ათიანი?
ჩანაწერი

ვინ იქნება ბარსას ათიანი?

ახალ სეზონში „ბარსელონას“ ათნომრიანი ფეხბურთელი არ ეყოლება. სიცარიელე, რომელიც  კატალონიის დედაქალაქში ლეო მესის წასვლამ დატოვა, მაისურიდან რიცხვის გაქრობითაც  გახდება შესაგრძნობი.  თავიდან იყო ლაპარაკი, რომ მეათე ნომერს ფილიპე კოუტინიუს მისცემდნენ, მაგრამ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ათიანი საერთოდ ხელუხლებელი დატოვონ. თუმცა, „ბარსა“ ვერ გამოაცხადებს, რომ მის გუნდში ამიერიდან ათნომრიან მაისურს არავინ ჩაიცვამს. ლა ლიგის წესების თანახმად, კლუბს...

კონტემ სხვა ფეხბურთელად ჩამომაყალიბა
ჩანაწერი

კონტემ სხვა ფეხბურთელად ჩამომაყალიბა

„ჩელსიში“ დაბრუნებული რომელუ ლუკაკუსგან ელიან, რომ ის პრემიერლიგაში გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს ვიდრე ბოლოს, იტალიაში წასვლამდე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა. თავად ლუკაკუ დარწმუნებულია, რომ ასეც იქნება და მიზეზსაც ასახელებს — „ინტერში“ მას ანტონიო კონტე წვრთნიდა. კონტემ 28 წლის ფორვარდს განა მარტო საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა, არამედ ბევრი პრაქტიკული რამ ასწავლა. საინტერესო დამთხვევაა: ბელგიელი „ჩელსიში“ იმიტომ...

ნიკე ჰოლანდიაში შერცხვა
ჩანაწერი

ნიკე ჰოლანდიაში შერცხვა

შარშან, გოგონათა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გააღწია და ამით ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორია დაწერა. თუმცა, ეს ზღაპარი ჩვენი ფეხბურთისთვის ხანმოკლე აღმოჩნდა. ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირზე საქართველო წლეულს თბილისის „ნიკეთი“ წარსდგა, რომელიც ნიდერლანდურ „ტვენტესთან“ 0:9 შერცხვა. „ტვენტე“ უდავოდ ამ წყვილის ფავორიტი იყო, მაგრამ „ნიკეს“ ბრძოლაც კი არ გაუმართავს და არც რამეთი დაუმახსოვრებია...

ამბიცია მოთოკე, სერხიო
ჩანაწერი

ამბიცია მოთოკე, სერხიო

„პარი სენ ჟერმენში“ ძალიან ბევრმა სუპერვარსკვლავმა მოიყარა თავი საიმისოდ, რომ კულუარებში დიდ-პატარა სკანდალები არ მოხდეს და მედიის განხილვის თემა არ გახდეს. ამჯერად პროგრამაში გუნდის ახალწვეული სერხიო რამოსია. ამბობენ, რომ ესპანელი მეტისმეტად ამპარტავნულად ექცევა კლუბის პერსონალს. არადა, ის არც გუნდის კაპიტანია და არც უპირველესი ვარსკვლავი, რომ მსგავსი საქციელი ეპატიოს. Cadena SER-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო...

რეალის უფასო გეგმები
ჩანაწერი

რეალის უფასო გეგმები

„პარი სენ ჟერმენის“ შემტევი კილიამ მბაპე ამ ზაფხულს ფრანგულ კლუბს არ დატოვებს! ამის შესახებ ჯერ კლუბის სპორტულმა დერექტორმა ლეონარდომ განაცხადა, ხოლო შემდეგ თავად ფეხბურთელის გარემოცვამ დაადასტურა. ეს ყველაფერი მადრიდის „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც გაისად ხელში ხუთი ფეხბურთელის უფასოდ ჩაგდება სურს. 2022 წლის 30 ივნისს საკუთარ გუნდებთან კონტრაქტები ეწურებათ ანტონიო რუდიგერს, პოლ პოგბას, ედუარდო კამავიგას,...

ჯორდანმა მესის ტრანსფერით იხეირა
ჩანაწერი

ჯორდანმა მესის ტრანსფერით იხეირა

კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა ლეო მესის პსჟ-ში გადასვლით სოლიდური თანხა გამოიმუშავა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა A Bola იუწყება. მაიკლ ჯორდანს ეკუთვნის სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი Air Jordan, რომელიც პსჟ-ის პარტნიორია. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად ჯორდანის ფირმას პარიზული კლუბის ყოველი გაყიდული მაისურიდან 5% ეკუთვნის. გასული ერთი კვირის განმავლობაში მესის მაისურების გაყიდვით შემოსული 120 მილიონი ევროდან...