თვე: აგვისტო 2021

Home 2021 აგვისტო
სალაჰი კლოპთან რჩება
ჩანაწერი

სალაჰი კლოპთან რჩება

მთავარი მწვრთნელის ქარიზმა ზოგჯერ ყველაზე გაქნილი აგენტების გარჯაზე მეტია. ინგლისური „ლივერპული“ აგრძელებს გუნდის ხერხემლის შენარჩუნებაზე ზრუნვას. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული იურგენ კლოპი, რომელსაც ტრიუმფატორთა შემადგენლობის დაკარგვა არ სურს. უკვე გაფორმებულია ახალი კონტრაქტი ვირჯილ ვან დაიკთან. შეთანხმებულია და ხელმოწერასღა ელის კონტრაქტი გუნდის კაპიტან ჯორდან ჰენდერსონთან. ახლა მოჰამედ სალაჰის რიგია. მან უკვე თქვა თანხმობა, გაახანგრძლივოს 2023 წლამდე...

რა მოხდა დეშამსა და კომანს შორის?
ჩანაწერი

რა მოხდა დეშამსა და კომანს შორის?

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოყვა, რასთან დაკავშირებით ჰქონდა გაცხარებული ლაპარაკი კინგსლი კომანთან, რაც ტელევიზიით მთელმა მსოფლიომ ნახა. ეს მოხდა ევრო 2020-ზე, საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებთა მერვედფინალური დაპირისპირების დამატებითი დროის შესვენების დროს. მატჩის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი შვეიცარიელებმა გაიმარჯვეს. საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. გაზეთ „ეკიპთან“ ინტერვიუში...

მესი ბარსელონაში დაბრუნდა
ჩანაწერი

მესი ბარსელონაში დაბრუნდა

ამბობენ, რომ ლეო მესი უქმეებზე „ბარსელონაში“ დაბრუნდა. კატალონიაში გამომავალი ესპანური გაზეთის „მუნდო დეპორტივოს“ ცნობით არგენტინელმა კასტელდეფელსში მდებარე თავის მდიდრულ სახლ-კარს მას მერე მიაშურა, რაც „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობას შეუთანხმდა, რომ პარასკევს „ბრესტთან“ არ ითამაშებდა. პარიზელებმა ეს შეხვედრა სტუმრად მოიგეს 4:2. სტუმართაგან გოლები გაიტანეს ანდერ ერერამ, კილიან მბაპემ, იდრისა გეიემ და ანხელ დი მარიამ. ახლა, ლაპარაკობენ,...

ხვიჩა განაცხადიდან ამოიღეს
ჩანაწერი

ხვიჩა განაცხადიდან ამოიღეს

ყაზანის „რუბინმა“ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსული პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების განაცხადიდან ამოიღო. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანების გამო ხვიჩა დროებით ამოიღეს განაცხადიდან და მას მონტასარ ტალბი ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისური 23-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 8-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. ქართველის გადაბირება რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს, ყველაზე სერიოზულად...

ნადალი: მალე გაზაფხული მოვა
ჩანაწერი

ნადალი: მალე გაზაფხული მოვა

ესპანელმა რაფაელ ნადალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ ტურნირებში არ იასპარეზებს. „იძულებული ვარ გაცნობოთ, რომ ჩემთვის 2021 წლის სეზონი დასრულებულია. ფეხის ტკივილით დატანჯულმა ვისაუბრე ჩემს ექიმებთან, ოჯახის წევრებთან და გადავწყვიტე, დავისვენო და ვიმკურნალო. ბოლო ერთი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის უიმბლდონი და ოლიმპიადა გამიცდა. ვერც თამაშისგან და ვერც ვარჯიშისგან სიამოვნებას...

სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი გაქურდეს
ჩანაწერი

სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი გაქურდეს

ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მდებარე მადრიდის „რეალის“ საფირმო მაღაზიის ფასადი ავტომანქანამ შეამტვრია. ქურდები სულ სამი მანქანით იყვნენ. მათ რამდენიმე წუთში გაავსეს მანქანები საკლუბო ფორმებით, ატრიბუტიკით, სუვენირებით და პოლიციის გამოჩენამდე გაუჩინარდნენ. სამართალდამცავები სწავლობენ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რათა ავტომანქანების იდენტიფიცირება მოახდინონ. თუმცა, თავადვე ვარაუდობენ, რომ სამივე ავტომანქანა გატაცებული იყო. მოგეხსენებათ, ამჟამად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სარემონტო...

ვალვერდე: ჯობს ხალხმა არ იცოდეს როგორები ვართ ცხოვრებაში
ჩანაწერი

ვალვერდე: ჯობს ხალხმა არ იცოდეს როგორები ვართ ცხოვრებაში

„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ტელეკომპანია ETB-ს გადაცემა El día de mañana-სთვის („ხვალინდელი დღე“) მიცემულ ინტერვიუში „კამპ ნოუზე“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. თავიდან ვალვერდეს ჰკითხეს, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც „ბარსას“ თავკაცობა შესთავაზეს. მან უპასუხა: „მყისიერად დავთანხმდი, რადგან ეს იყო შესანიშნავი პერსპექტივა. მე შემეძლო დიდი გამოცდილება შემეძინა და ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი“. გუნდიდან წასვლა? ვალვერდე: „წავედი...

ძაღლების და ღორების ან იხვების ლიგა
ჩანაწერი

ძაღლების და ღორების ან იხვების ლიგა

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეიმი ო’ჰარამ უეფას კონფერენციის ლიგას უწოდა შეჯიბრება, სადაც ძაღლი და ღორია შეყრილი (იმ განსხვავებით, რომ ინგლისელები ღორის ნაცვლად იხვებს ამბობენ), რითაც პორტუგალიაში, „პასუშ დე ფერეირასთან“ 0:1 მარცხს პირი მობანა. „სფურზმა“ „პასუშ დე ფერეირასთან“ პირველი შეხვედრა წააგო, მაგრამ აქ ორი მომენტია აღსანიშნავი. ჯერ ერთი ლონდონელებმა მეორე შემადგენლობით ითამაშეს და მეორეც, 26 აგვისტოს...

კოვიდი არსენალის წინააღმდეგ
ჩანაწერი

კოვიდი არსენალის წინააღმდეგ

„არსენალმა“ დაადასტურა, რომ ერთი კვირის წინ, პრემიერლიგის პირველ ტურში, თავდამსხმელები პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ალექსამდრ ლაკაზეტი covid 19-ის  გამო ვერ ათამაშა. ობამეიანგი და ლაკაზეტი ბოლო წამს ვეღარ მოხვდნენ შემადგენლობაში. „მეთოფეებმა“ წააგეს 0:2, რასაც არავინ ელოდა. კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კოვიდი შეეყარათ მეკარე ალექს რუნარსონსა და გამთამაშებელ ვილიანსაც. ხსენებული ოთხეულიდან ჯერჯერობით მხოლოდ ობამეიანგი გამოჯანმრთელდა და...

ევროფეხბურთის მოხეტიალე რაინდები
ჩანაწერი

ევროფეხბურთის მოხეტიალე რაინდები

გერმანულმა „ჰერტამ“ ბუნდესლიგის პირველ ტურში 1:3 წააგო „კიოლნთან“. ბერლინელთაგან ერთადერთი გოლი კი 31 წლის მონტენეგროელმა ფორვარდმა სტევენ იოვეტიჩმა გაიტანა. ამ გოლით ის მეორე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც ევროპის ხუთივე ტოპ ლიგაში (ინგლისი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი) აქვს გატანილი. აქამდე იგივე მხოლოდ რუმინელ ფლორიან რადუჩიოუს ჰქონდა გაკეთებული. ბუნებრივია, ამ მიღწევის გაუმჯობესება შეუძლებელია და გამეორებას რაც შეეხება,...