საინტერსო ამბავი მოხდა კვირას, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში „არსენალსა“ და „ჩელსის“ შორის (0:2). მეთოფეთა კარის დარაჯს, ბრენდ ლენოს მეკარის ეკიპიების ნაცვლად, გუნდის საგარეო ფორმა ეცვა… ქომაგები გაკვირვებულნი შესცქეროდნენ ლენოს. „ადიდასმა“ ხომ მას საგანგებო მწვანე ფორმა შეუკერა და ამ ფორმით კოხტაობდა კიდეც ფოტოკამერების წინ 29 წლის გერმანელი მეკარე. კლუბს ჯერ არაფერი უთქვამს, თუ რატომ მოხდა ასე....
ბათუმი და ახლები
საქართველოს ნაკრები უახლოესი სამი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ჩვენები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის 2 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე კოსოვოს დაუხვდებიან; შემდეგ, 5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში, ესპანეთს ესტუმრებიან; 8-ში კი ბულგარეთში ითამაშებენ… ეროვნული გუნდის თავკაცმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის 26 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის დებიუტანტებს: თბილისის დინამოელ საბა ხვადაგიანს, ავსტრიული ვოლფსბერგის ლუკა ლოჩოშვილს და ბათუმის...
ვიდრე მაისაშვილი დაბრუნდება
როცა პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ იქმნებოდა, თავისთავად ნაგულისხმევი იყო, რომ მას სათავეში ეროვნული ნაკრების დამრიგებელი ლევან მაისაშვილი და მისი სამწვრთნელო შტაბი ჩაუდგებოდნენ. პრინციპში, ასეც მოხდა და ბორჯღალოსნების გურუთა მთელი შემადგენლობა და მათთან ერთად ასაკობრივ ნაკრებთა სადამრიგებლო გუნდები ერთობლივად გაუძღვებიან „შავ ლომს“, ოღონდ ერთი გამონაკლისი მაინც იქნება. ცნობილ მიზეზთა გამო ლევან მაისაშვილი ამ პროცესში...
რეალმა ქულები გაფანტა
ვალენსიაში, „ლევანტესა” და „რეალის” შეხვედრაში, პირველ ტაიმში „რეალი“ ყოჩაღობდა. მადრიდელთა შემადგენლობაში დიდი სიახლე არ ყოფილა. კარლო ანჩელოტიმ ძველი დრო გაიხსენა და ისკო გარეთ ბეილთან ერთად დააყენა სასტარტო შემადგენლობაში. უელსელმა შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. მე-5 წუთზე ქარიმ ბენზემას პასით მან ანგარიში გახსნა — ბურთი დაუცველ კაში შეაგდო. ეს გახლდათ მისი პირველი გოლი „ლოს ბლანკოსის“ შემადგენლობაში 2019...
დიდი ჩხუბი ნიცაში
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი ძველ მოქიშპეებს, „ნიცასა“ და „მარსელს“ შორის ჩაიშალა. მიზეზი: მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლების და სხვა ნივთების სროლა დაიწყეს, რასაც მოჰყვა აყალ-მაყალი ფეხბურთელების, დირექტორატის წევრების, კლუბის თანამშრომლების და ცხადია თავად ჭკუიდან გადასული ფანების მონაწილეობით. შეხვედრა ბოლოსკენ მიდიოდა, როდესაც „მარსელის“ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ზურგში კარსუკანა ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა. პაიე ჯერ, როგორც ფეხბურთელებს...
მინო რაიოლა – ვარსკვლავთმრიცხველი
ყველაზე გავლენიანი საფეხბურო აგენტი მინო რაიოლა თითქმის ყველა ვარსკვლავური ტრანსფერის უკან, უფრო სწორედ კი წინ დგას — ნიადაგის მოსინჯვიდან დაწყებული და ფეხბურთელის ხელფას-ბონუსებით დასრულებული გზა მან უნდა გაკვალოს და ფაქტობრივად, პირდაპირ სამედიცინო შემოწმებაზე ჩაიყვანოს ფეხბურთელი. ამჯერად მისი სახელი ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით გახდა აქტუალური. “დორტმუნდის” 20 წლის ვარსკვლავი “რეალს” სურს, მაგრამ ტრანსფერისგან თავს იკავებს მინო რაიოლას...
დალიე? ჭიქა დააყოლე
მიმდინარე სეზონიდან „სიტის“ საშინაო არენა „იტიჰად სტედიუმზე“ ცხელი სასმელების გაყიდვის ფორმატი იცვლება. ჩაის და ყავას ვაფლის ჭიქებით შემოგთავაზებენ – დაახლოებით ისეთით, ნაყინისთვის რომ გამოიყენება. სასმელის დალევის შემდეგ შეგიძლიათ ჭიქა დააყოლოთ. თუ არ გსურთ ვაფლის „ჭურჭლის“ ჭამა, შეგიძლიათ ჩააგდოთ სპეციალურ კონტეინერში. თუ ლუდი გსურთ, ქაღალდის ან მუყაოს პაკეტიდან უნდა მიირთვათ და ამ პაკეტებისთვისაც სპეციალური კონტეინერებია გათვალისწინებული....
ჯეიმი კაზინოშიც ვარდია
„ქომუნითი შილდის“ ანუ ინგლისის სუპერთასის მოგების შემდეგ, იმავე საღამოს, „ლესტერის“ 34 წლის ვარსკვლავმა ჯეიმი ვარდიმ კაზინოში 30 000 გირვანქა მოიგო. „ლესტერმა“ სუპერთასი „მანჩესტერ სიტის“ 1:0 ძლევით მოიპოვა. ვარდი კაზინოში მარტო არ გაქცეულა, გამარჯვებულ გუნდს ზეიმი „ლესტერის“ მეპატრონემ აიავატ სრივადჰანაპრაბჰამ მოუწყო. აიავატი ვიჩაი სრივადჰანაპრაბჰას ვაჟია, რომელიც ლონდონში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ის 2018 წელს „ლესტერის“ და „ვესტ ჰემის“ მატჩის...
ბარსელონა ჯერ ვერ ბარსელონობს
ბილბაოში, „ესტადიო სან მამესზე“, „ბარსელონამ“ მასპინძლებს გამარჯვება არ დაანება. ეს მემფის დეპაის მიერ მეორე ტაიმის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გატანილი გოლის წყალობით მოხდა. მესისშემდგომი ეპოქის „ბარსა“ ჯერ არ ჰგავს გუნდს, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან 90 წუთის განმავლობაში შეხვედრის სათავეები ხელთ ეპყრობა, მაგრამ შესვენების შემდეგ მან მოახერხა გადაჯგუფება და ინიგო მარტინესის გოლის გაქვითვა. მარტინესმა 50-ე წუთზე გახსნა...
ბარსელონამ ამოისუნთქა
ორიოდე კვირის წინ „ბარსელონამ“ გაამჟღავნა იმ კატასტროფული ვალის ოდენობა, რომელიც ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის – 1,35 მილიარდი ევრო. ვითარების გამოსასწორებლად კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ახალი სესხი აიღო. 455 მილიონი ევრო 10 წლის ვადაშია დასაფარი და საპროცენტო განაკვეთი წლიურად 1,98-ს შეადგენს. ამ სესხის უზრუნველსაყოფად ლაპორტამ კლუბის ტელეუფლებები ჩადო. შეთანხმება კლუბს კიდევ 70 მილიონი ევრო სასესხო ვალდებულებების...









