საინტერსო ამბავი მოხდა კვირას, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში „არსენალსა“ და „ჩელსის“ შორის (0:2). მეთოფეთა კარის დარაჯს, ბრენდ ლენოს მეკარის ეკიპიების ნაცვლად, გუნდის საგარეო ფორმა ეცვა…
ქომაგები გაკვირვებულნი შესცქეროდნენ ლენოს. „ადიდასმა“ ხომ მას საგანგებო მწვანე ფორმა შეუკერა და ამ ფორმით კოხტაობდა კიდეც ფოტოკამერების წინ 29 წლის გერმანელი მეკარე.
კლუბს ჯერ არაფერი უთქვამს, თუ რატომ მოხდა ასე. სოციალური ქსელები კი გაივსო სახალისო პოსტებით.
„ლენოს საგარეო ფორმა აცვია? საწყალი კლუბი, მთლად გაღატაკებულან…“ – წერს ერთი.
მეორე: „ვერ გამიგია, შინ ვთამაშობთ და რატომ აცვია ლენოს საგარეო ფორმა…“
მესამე: „თქვენ საკლუბო ეთიკას არღვევთ ჯენტლმენებო…“
და ასე შემდეგ…
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
