ორიოდე კვირის წინ „ბარსელონამ“ გაამჟღავნა იმ კატასტროფული ვალის ოდენობა, რომელიც ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის – 1,35 მილიარდი ევრო.
ვითარების გამოსასწორებლად კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ახალი სესხი აიღო. 455 მილიონი ევრო 10 წლის ვადაშია დასაფარი და საპროცენტო განაკვეთი წლიურად 1,98-ს შეადგენს.
ამ სესხის უზრუნველსაყოფად ლაპორტამ კლუბის ტელეუფლებები ჩადო.
შეთანხმება კლუბს კიდევ 70 მილიონი ევრო სასესხო ვალდებულებების გამოშვების უფლებას აძლევს.
ამას გარდა, პრეზიდენტმა 140 მილიონი ევროს ოდენობის ვალის რესტრუქტურიზაციაც მოახერხა.
ეს ყველაფერი ლაპორტას სერიოზულ წარმატებად ჩაეთვალა. „ბარსა“ სრულფასოვნად ფუნქციონირებას იწყებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
