დალიე? ჭიქა დააყოლე

Home აქეთურ-იქითური დალიე? ჭიქა დააყოლე
დალიე? ჭიქა დააყოლე
No description available.მიმდინარე სეზონიდან „სიტის“ საშინაო არენა „იტიჰად სტედიუმზე“ ცხელი სასმელების გაყიდვის ფორმატი იცვლება.
ჩაის და ყავას ვაფლის ჭიქებით შემოგთავაზებენ – დაახლოებით ისეთით, ნაყინისთვის რომ გამოიყენება. სასმელის დალევის შემდეგ შეგიძლიათ ჭიქა დააყოლოთ.
თუ არ გსურთ ვაფლის „ჭურჭლის“ ჭამა, შეგიძლიათ ჩააგდოთ სპეციალურ კონტეინერში.
თუ ლუდი გსურთ, ქაღალდის ან მუყაოს პაკეტიდან უნდა მიირთვათ და ამ პაკეტებისთვისაც სპეციალური კონტეინერებია გათვალისწინებული.
კლუბისა და სტადიონის მესვეურები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ ყველა ნარჩენის გადამუშავება იყოს შესაძლებელი და მატჩის შემდეგ სტადიონზე ნახშირბადის მინიმალური კვალი დარჩეს. ამ მინიმუმსაც კი გამონაბოლქვებით გაჯერებული ქალაქის ეკოლოგიისთვის სერიოზული მნიშვნელობა აქვს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".