ამერიკაში დაიწყებულ „უინსტონ სალემის“ ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 717.955 დოლარია, მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს პირველი ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს, მაგრამ ჩვენიანმა თამაშზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბასილაშვილის ტურნირს ავადმყოფობის გამო ჩაეხსნა. იმედია, ჩვენებური 30 აგვისტომდე მოასწრებს გამოჯანმრთელებას და წლის ბოლო „დიდი მუზარადის“ გათამაშებაში, US OPEN-ზე მიიღებს მონაწილეობას. „უინსტონ სალემის“ პირველ დღეს ბასილაშვილი არგენტინელ ფედერიკო კორიას უნდა...
არტეტას წამზომი ჩაურთეს
ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავრ მწვრთნელ მიკელ არტეტას ოქტომბრამდე ადროებს და თუ გუნდი უკეთ არ ათამაშდა, კარისკენ მიუთითებს. შეგახსენებთ, „არსენალმა“ პრემიერლიგის სტარტზე ორივე მატჩი დათმო – სტუმრად „ბრენტფორდთან“ (0:2) და შინ „ჩელსისთან (0:2). ბრიტანული მედიის ცნობით, არტეტამ სიტუაცია ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე სიტუაცია უნდა შეცვალოს. იქამდე კი, „მეთოფეებს“ ხუთი მატჩის გამართვა მოუწევთ – „სიტისთან“, „ნორვიჩთან“, „ბარნლისთან“,...
ფეხსაც არ მოვიცვლი!
„ბარსელონა“ ჯერაც ღრმა კრიზისშია. ნახევარმილიარდიანი კრედიტი კარგია, მაგრამ თუ ესპანურმა გრანდმა უზომოდ გაბერილი სახელფასო უწყისი არ შეამსუბუქა, არაფერი გამოვა. ამჯერად საქმე სამუელ უმტიტის ეხება. 27 წლის ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ხუთი წელიწადია „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, წინა სეზონში სამუელს სულ 13 შეხვედრა დაუგროვდა (ხუთ სეზონში – 90). „ბარსელონა“ მზად არის, ფრანგი...
პსჟ-მ მბაპეს ხუთიანი დაუწერა
„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩუნების ახალ-ახალ ვარიანტებს ეძებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ბოლო საუბარი უშედეგოდ დასრულდა და კილიანმა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა. თუმცა, პარიზელები არ ისვენებენ და მბაპეს ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი, ცხადია ფრიად გაუმჯობესებული პირობებით, თავიდან შესთავაზეს. მბაპეს, რომელიც პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს, კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფრანგ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია...
ბაიერნს ასეთი ქომაგგობა არ სჭირდება
„ბაიერნის“ სპორტულმა“ დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მიუნხენელთა 25 წლის ფეხბურთელის ლეროი სანეს დასაცავად ხმა აიმაღლა. მან იმ ობსტრუქციის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელიც სანეს გულშემატკივრებმა „კიოლნთან“ შეხვედრის მსვლელობისას მოუწყვეს. „ბაიერნმა“ „კიოლნს“ 3:2 მოუგო. სალიჰამიჯიჩი: „ეს, რასაკვირველია, ლეროის საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქომაგები თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ამხნევებდნენ. „ალიანს არენაზე“ ერთი სტვენაც არ...
ჩემი შენსას სჯობსო
გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი სტუდიაში შეკამათდნენ. ისინი ვერ შეთანხმდნენ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შემდეგ „ლივერპული“ გავა მესამე ადგილზე თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“. „სქაი სპორტის“ ექსპერტები გადაცემაში „ორშაბათ ღამის ფეხბურთი“, პროგნოზებს ამბობდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონი ულაპარაკოდ „სიტი“ გახდება, მეორეზე კი „ჩელსი“ გავა. დავა მესამე ადგილმა გამოიწვია. კარაგერი „ლივერპულს“ უჭერდა მხარს, ნევილი კი „იუნიტედს“ — როგორც...
მოურინიუს ახალი რეკორდი
ჟოზე მოურინიუმ ახალი რეკორდი დაამყარა. კვირას, მისმა „რომამ“ სერია A-ს გახსნით შეხვედრაში „ფიორენტინას“ 3:1 მოუგო. ეს გამარჯვება პორტუგალიელისთვის 50-ე აღმოჩნდა იტალიის უმაღლეს ლიგაში. ამისათვის მას 77 მატჩი დასჭირდა, რაც ყველაზე სწრაფი შედეგია ლიგის ისტორიაში. საინტერესოა, რომ მოურინიუმ ადრე ასევე ყველაზე სწრაფად მოიგო 50 შეხვედრა ინგლისურ პრემიერლიგაში (63 მატჩი) და ესპანურ პრიმერაში (62).
სიტი ლეგენდებს ძეგლებს უდგამს
„მანჩესტერ სიტიმ“ ტრადიციად დაამკვიდრა „ეტიჰად სტედიუმზე“ იმ ფეხბურთელების ძეგლებს დადგმა, ვინც კლუბის ისტორიაში გამორჩეული როლი ითამაშა. ვინსენტ კომპანი, დავიდ სილვა და სერხიო აგუერო – ეს სამეული კლუბის ლეგენდებად უკვე შერაცხეს. კომპანისა და სილვას ძეგლებს უკვე ამ კვირაში, „არსენალთან“ მატჩამდე გახსნიან, აგუეროსთვის მსგავსი პატივის მიგება კი 2022 წელს არის დაგეგმილი.
ბაიერნმა რეალს რეკორდი წაართვა
მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურში „კიოლნი“ 3:2 დაამარცხა. ეს ზედიზედ 74-ე მატჩი იყო ყველა ტურნირში, რაც „რეკორდმაისტერს“ მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია. ამით გერმანელებმა „რეალის“ რეკორდი დაამხეს, რომელმაც 2016-2017 წლების სეზონში 73-მატჩიანი სერია გამოაცხო. იმ 73 შეხვედრაში ესპანელებმა სულ 200 გოლი მიითვალეს. რაც შეეხება „ბაიერნს“, გუნდმა 74 შეხვედრაში 214-ჯერ გაიტანა, საიდანაც 72 შედეგიანი დარტყმა პირადად...
კეინი გამოჩნდა
„ტოტენჰემმა“ ჩინებულად დაიწყო პრემიერლიგის ახალი სეზონი – ორივე მატჩი მოიგო: ჯერ შინ, მოქმედ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ აჯობა ( 1:0), კვირას კი სტუმრად ასევე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „ვულვზი“. ადრეულო გოლი პენალტით დელე ალიმ გაიტანა. 72-ე წუთზე კი კორეელი სონის მაგიერ მინდორზე „უძღები შვილი“ ჰარი კეინი გამოჩნდა. „მოლინიუს“ სტადიონზე ჩასული „ტოტენჰემის“ ქომაგები ტაშით შეეგებნენ კაპიტანს, ჰარიმაც საფინალო...









