ჟოზე მოურინიუმ ახალი რეკორდი დაამყარა. კვირას, მისმა „რომამ“ სერია A-ს გახსნით შეხვედრაში „ფიორენტინას“ 3:1 მოუგო. ეს გამარჯვება პორტუგალიელისთვის 50-ე აღმოჩნდა იტალიის უმაღლეს ლიგაში. ამისათვის მას 77 მატჩი დასჭირდა, რაც ყველაზე სწრაფი შედეგია ლიგის ისტორიაში.
საინტერესოა, რომ მოურინიუმ ადრე ასევე ყველაზე სწრაფად მოიგო 50 შეხვედრა ინგლისურ პრემიერლიგაში (63 მატჩი) და ესპანურ პრიმერაში (62).

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
