„ტოტენჰემ ჰოთსპური“ ჰარი კეინს ხელფასს კვირაში 100 000 გირვანქით უზრდის. ასე აღნიშნავს ლონდონელთა თავმჯდომარე დენიელ ლევი ინგლისის ნაკრების კაპიტნის კლუბში დარჩენას. მის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე ლაპარაკი დასრულდა. კეინმა გუშინ განაცხადა, რომ ერთი წლით „სფურზში“ რჩება. მან ტვიტერით განსაკუთრებული მადლობა მიუძღვნა გულშემატკივარს. „ვულვზთან“ მოედანზე რომ გავედი, ტრიბუნიდან თქვენმა გულთბილმა შეხვედრამ გადამწყვეტი როლი ითამაშაო. თანამედროვე ინგლისური ფეხბურთის...
ლეო ბექზთან?
ლიონელ მესის პარიზულ დებიუტს მთელი საფეხბურთო სამყარო სულმოუთქმელად ელის. სავარაუდოდ, ეს ამბავი ფრანგული ლიგა 1-ის მეოთხე ტურში მოხდება, 29 აგვისტოს, პსჟ-ის „სტრასბურთან“ სტუმრობისას. მანამდე კი ფეხბურთის კაცები დროს ტყუილად არ კარგავენ. ამას წინათ დევიდ ბექემი შეხვედრია არგენტინელს მაიამიში, სადაც ლეომ 7 მილიონ დოლარად დიდებული პენტჰაუსი შეიძინა. დამსხდარან, უსაუბრიათ და თითქმის გადაუწყვეტავთ, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ორწლიანი...
ვაკოს დუბლი
სანაკრებო მატჩებისთვის კარგი განწყობით ჩამოდის საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი. ჩვენებური სამხრეთ კორეული „ულსანის” ფეხბურთელია, რომელმაც სტუმრად 2:1 დაამარცხა „სეული”. ორივე გოლი ვაკომ გაიტანა და თანაც 6-წუთიან მონაკვეთში. „ულსანი” კორეის ჩემპიონატს 26 მატჩის შემდეგ 51 ქულით ლიდერობს. თუმცა, ხუთი ქულით უსწრებს „იენბუკს”, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად ლიდერად ითვლება. ვაკოს კი,...
პარალიმპიადა ვერცხლით დავიწყეთ
ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია. ქართველმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრში ფინალური ბრძოლა რეიტინგის პირველ ნომერ ჩინელ ბიან ჟინგთან 7:15 წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა. თიბილაშვილი A კატეგორიის ფლეი-ოფში ორი მოგებითა და ამდენივე წაგებით გავიდა, მაგრამ შემდეგ იყოჩაღა: მერვედფინალში იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 მოუგო, მეოთხედფინალში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს 15:13 აჯობა,...
ვალვერდე მილიარდ ევროდ
მადრიდის „რეალმა“ ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გაუფორმა ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს. „ურუგვაელ ბრილიანტად“ წოდებულ ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წლამდე ჰქონდა, მაგრამ ფლორენტინო პერესმა თავი დაიზღვია – ვალვერდე მადრიდში 2027 წლამდე დარჩება. კონტრაქტის პირობებიდან ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი გამოსასყიდი თანხა სარეკორდო 1 მილიარდი ევროა. ასეთივე თანხაა მითითებული ქარიმ ბენზემას კონტრაქტშიც. 23 წლის ვალვერდე ზინედინ ზიდანის აღმოჩენად ითვლება...
უთავობა! რატომ ვერ ვაბამთ საქმეს თავს?
2 სექტემბერს კოსოვოსთან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდებაო – დაადგინა მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ. ჩვენ არც იმუნოლოგები ვართ, არც ვირუსოლოგები, არც ინფექციონისტები და რეანიმატოლოგები – ამდენად, როდესაც ამ დარგების სანდო სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ვერაგ ვირუსთან ბრძოლა ვაქცინაციას, პირბადის ტარებას და სოციალური დისტანციის დაცვას მოითხოვს, ვალდებულები ვართ დავიჯეროთ და პანდემიასთან ბრძოლაში ამ „აღჭურვილობით“ შეიარაღებულები ჩავებათ. მაგრამ ვერავინ ჩამოგვართმევს კრიტიკული...
48 ქართველი
ხუთშაბათს, 26 აგვისტოს სტარტს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის – პრო დ2-ის 2021-2022 წლების რეგულარული სეზონი აიღებს. მარტივი მისახვედრია, თუ რატომაა ეს ტურნირი საინტერესო ჩვენთვის – მასში ხომ რამდენიმე ათეული ქართველი იასპარეზებს. ამ ლიგის მონაწილე 15 კლუბის მთავარ თუ ახალგაზრდულ გუნდში ჯამურად 48 ჩვენებურია დაკონტრაქტებული! მათ შორის – საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი როგორც ყოფილი,...
ლა ლიგა სამხრეთ ამერიკის წინააღმდეგ
ესპანურმა ლა ლიგამ ინგლისური პრემიერლიგის მსგავსად განაცხადა, რომ ყოველმხრივ დაეხმარება კლუბებს, რომლებიც გადაწყვეტენ ხელი შეუშალონ თავიანთ სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს ნაკრებებში გამგზავრებაში. საქმე ის არის, რომ ფიფამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კონმებოლს გუნდებისთვის სანაკრებო შეკრებების პერიოდი გახანგრძლივდა. ეს გადაწყვეტილება ფიფას მსოფლიო ლიგების ფორუმთან არ შეუთანხმებია. ჯერჯერობით ლაპარაკია 13 კლუბის 25 ფეხბურთელზე. თუმცა, როდესაც შემადგენლობებს ეკვადორი...
კეინი იბრძვის, დრო გადის
ჰარი კეინმა „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას ისევ გამოუცხადა, რომ დაჟინებით სურს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა, ლონდონელები კი მას აბრკოლებენ. დრო გარბის. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ექვს დღეში იხურება, „სფურზის“ თავმჯდომარე დენიელ ლევი კი 150 მილიონ გირვანქას კაპიკს არ აკლებს. გულშემატკივარმა შეიძლება თქვას, კეინმა „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში ხომ დათმო პოზიციები, ხომ შევიდა მოედანზე, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გუნდში...
ბათუმში ხალხს ნაკრები დაუმალეს
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის არცთუ სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღეს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 2 სექტემბერს, ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის, უმაყურებელოდ გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეროვნული გუნდი ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშებს. პირველი სანაკრებო ბათუმის ახალ სტადიონზე და გულშემატკივართ მცირე იმედი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის ნახვა მხოლოდ...








