
ლიონელ მესის პარიზულ დებიუტს მთელი საფეხბურთო სამყარო სულმოუთქმელად ელის. სავარაუდოდ, ეს ამბავი ფრანგული ლიგა 1-ის მეოთხე ტურში მოხდება, 29 აგვისტოს, პსჟ-ის „სტრასბურთან“ სტუმრობისას.
მანამდე კი ფეხბურთის კაცები დროს ტყუილად არ კარგავენ. ამას წინათ დევიდ ბექემი შეხვედრია არგენტინელს მაიამიში, სადაც ლეომ 7 მილიონ დოლარად დიდებული პენტჰაუსი შეიძინა.
დამსხდარან, უსაუბრიათ და თითქმის გადაუწყვეტავთ, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ორწლიანი კონტრაქტის გასრულების შემდეგ, მესი სამხრეთ ფლორიდაში გადაბარგდება და „ინტერ მაიამის“ ფორმას მოირგებს.
ბექემი, მოგეხსენებათ, ამ კლუბის თანამფლობელია და გრანდიოზული გეგმებიც ჰქონია. მაგალითად, მესისთან ერთად ამერიკაში კრიშტიანუ რონალდუს წაყვანაც განუზრახავს. მით უმეტეს, რომ ორივე დიდ ვარსკვლავს კარიერის დასრულება MLS-ში სურს.
იმედიანადაა განწყობილი „ინტერ მაიამის“ მეორე მფლობელი, ხორხე მასიც: „ჩვენ კლუბს დიდი გეგმები აქვს. მჯერა, მესი ორი წლის შემდეგ „ინტერის“ მაისურით ითამაშებს და მაიამიში დაასრულებს უდიდეს კარიერას“, – უთხრა მასმა „დეილი მეილს.“
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
