კრიშტიანუ რონალდუ კვირაში 510 000 გირვანქას ითხოვს. ამ შემთხვევაში ის „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს. „სანი“ კი წერს, რომ თუ ქალაქელები მას ასეთ ხელფასს დაუნიშნავენ, გუნდში შეიძლება უკმაყოფილება დაიწყოს. შედარებისთვის, ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი კვირაში 385 000 გირვანქას იღებს. შემდეგ მოდიან რაჰიმ სტერლინგი (კვირაში 300 000), ჯონ სტოუნზი (250 000) და ჯეკ გრილიში (230 000). გაზეთი აგრეთვე წერს, რომ რონალდუს „იუვენტუსიდან“...
ჟორჟინიო და ტუხელი
უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. საზეიმო ცერემონიალი სტამბოლში გაიმართა. წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდებისთვის გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, ლონდონის „ჩელსის“ ორი ფეხბურთელი ჟორჟინიო და ნგოლო კანტე, ასევე ფინალისტის, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი იბრძოდნენ. უეფამ საუკეთესოდ ჟორჟინიო დაასახელა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კი, ჩელსის გერმანელი თავკაცი თომას ტუხელი იქნა მიჩნეული. უეფას წლის...
B – სიკვდილზე უარესი
თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საყოველთაო ყურადღებას იპყრობს B ჯგუფი, რომელიც „სიკვდილის ჯგუფზე“ უარესი ჩანს – მადრიდის „ატლეტიკო“, „ლივერპული“, „პორტუ“, და „მილანი“ მოხვდნენ. არადა, არის სხვა საინტერესო ჯგუფები, ასევე სუსტი ოთხეულები, თუმცა – უფავორიტო. გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ. A ჯგუფი: „სიტი“, პსჟ, „ლაიფციგი“, „ბრიუგე“; B ჯგუფი: „ატლეტიკო“, „ლივერპული“, „პორტუ“, „მილანი“; C...
მბაპე: 20 მილიონი მადრიდამდე?
არ დაადგა საშველი კილიან მბაპეს საგას დასრულებას. უკვე ყველასთვის და მათ შორის პსჟ-ის ხელმძღვანელობისთვის ცხადია, რომ 22 წლის ფრანგი არ დარჩება – ან წელს გაყიდიან, ან ერთი წლის შემდეგ უკაპიკოდ გაექცევათ. ამასობაში, l’Eguipe-ს ინფორმაციით, გუშინ მადრიდის „რეალმა“ პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა ფრანგებს და 160 მილიონი ევრო შესთავაზა. ეს წინადადება მყისიერად იქნა უარყოფილი. პსჟ-ის პასუხი ასეთია:...
უეფამ დანიას სიცოცხლე დაუფასა
დანიის ნაკრების კაპიტანს სიმონ კიაერსა და ამავე ნაკრების სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც კრისტიან ერიკსენს სიცოცხლე შეუნარუნეს, უეფას პრეზიდენტმა 2021 წლის საგანგებო ჯილდოები გადასცა. კიაერს ჯილდო „ლიდერის განსაკუთრებული თვისებების“ გამო მიაკუთვნეს. მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პირველი ტურის მატჩში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ, დანიის ეროვნული გუნდის ლიდერმა, კრისტიან ერიკსენმა, მინდორზე გონება დაკარგა. ექიმებმა შემდეგ თქვეს, ერთი ხანი გული გაჩერებული ჰქონდაო....
მენდეში – ტურინში, რონალდუ – სიტიში?
კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში ჩაფრინდა „იუვენტუსის“ ბოსებთან მოსალაპარაკებლად. მენდეშის მიზანია, ტურინელები რონალდუს უფასოდ გაშვებაზე დაიყოლიოს, ანაც ტრანსფერში მოთხოვნილი 25 მილიონი ევრო მნიშვნელოვნად შეამცირებინოს. დიდი მკითხაობა არაა საჭირო – ერთადერთი კლუბი, რომელიც 35 წლის პორტუგალიელით სერიოზულად არის დაინტერესებული, „მანჩესტერ სიტი“ გახლავთ. ინგლისელები მზად არიან, რონალდუს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და წლიურად 15 მილიონი ევრო უხადონ.
საქართველოს აბელი შეუტევს
„ბრაგას“ 21 წლის თავდამსხმელი აბელ რუისი ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში გამოიძახა. პორტუგალიური „ა ბოლა“ წერს, რომ ეს „ლა როხას“ შემადგენლობაში ყველაზე დიდი სიურპრიზია. ესპანელებს შემდეგი სამი მატჩი უწევთ შვედეთის ნაკრებთან სტოკჰოლმში, საქართველოს ნაკრებთან ბადახოსში და კოსოვოსთან პრიშტინაში. ესპანეთი საქართველოს 5 სექტემბერს მასპინძლობს. სამივე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩია. აბელ რუისს დიდ ნაკრებში ერთი შეხვედრა...
შესანიშნავი შვიდეული ანუ ვინ შეცვლის არტეტას?
ლონდონის „არსენალმა“ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშება ორი მარცხით დაიწყო და ეს ტრანსფერებში დახარჯული სოლიდური ფინანსების ფონზე. პასუხისმგებლობას ყველა მთავარ მწვრთნელ მიკაელ არტეტას აკისრებს. მას ხუთი ტური მისცეს ვითარების გამოსასწორებლად, არადა ამ ხუთი მატჩიდან უახლოესი „ეტიჰადზე“ უწევს, „სიტისთან“… რა მოხდება, თუ არტეტამ შეუძლებელი ვერ შეძლო? უკვე ცნობილია იმ სპეციალისტთა ვინაობა, ვინც მის შემცვლელად მოიაზრება: 1. პაულუ...
მეორე ხუთწლედი ლივერპულში
შოტლანდიელმა მცველმა ენდრიუ რობერტსონმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი, რომელსაც მომავალ წელს გასდიოდა ვადა, 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. რობერტსონი „ენფილდზე“ 2017 წლიდან თამაშობს და ძირითადი შემადგენლობის წევრია. შარშან მან ჯამში 38 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. იურგენ კლოპი ძალიან განიცდიდა რობერტსონის ტრავმას, რომელიც მან სეზონის სტარტზე მიიღო. საბედნიეროდ, ენდრიუმ...
პეპი ნაკრებზე ფიქრობს
პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან“ წავა. კატალონიელი მწვრთნელისა და „ქალაქელების“ კონტრაქტს, რომელიც მათ გასულ ნოემბერს გაახანგრძლივეს, ვადა 2023 წლის ზაფხულში გაუდის. 50 წლის გვარდიოლა უკვე შვიდი სეზონია რაც „ეტიჰედზე“ მუშაობს. ის ამბობს: — „მანჩესტერ სიტიში“ გატარებული შვიდი წლის შემდეგ დასვენება მჭირდება. უნდა შევჩერდე და მიმოვიხედო, სხვა მწვრთნელებისგან ვისწავლო. მინდა სანაკრებო...









