მენდეში – ტურინში, რონალდუ – სიტიში?

Home აქეთურ-იქითური მენდეში – ტურინში, რონალდუ – სიტიში?
მენდეში – ტურინში, რონალდუ – სიტიში?

Liga MX: Agente de Cristiano Ronaldo llegaría a un histórico del Futbol  Mexicanoკრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში ჩაფრინდა „იუვენტუსის“ ბოსებთან მოსალაპარაკებლად.

მენდეშის მიზანია, ტურინელები რონალდუს უფასოდ გაშვებაზე დაიყოლიოს, ანაც ტრანსფერში მოთხოვნილი 25 მილიონი ევრო მნიშვნელოვნად შეამცირებინოს.

დიდი მკითხაობა არაა საჭირო – ერთადერთი კლუბი, რომელიც 35 წლის პორტუგალიელით სერიოზულად არის დაინტერესებული, „მანჩესტერ სიტი“ გახლავთ.

ინგლისელები მზად არიან, რონალდუს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და წლიურად 15 მილიონი ევრო უხადონ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".