ჭდე: ჟორჟე მენდეში

Home ჟორჟე მენდეში
საქმეს მენდეში თუ უშველის
ჩანაწერი

საქმეს მენდეში თუ უშველის

ზაფხულის დასაწყისში „პარი სენ ჟერმენმა’’ გონსალო რამუშთან დაკავშირებით მოკლედ მოჭრა. კლუბის ხელმძღვანელობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ცენტრალური თავდამსხმელის გაშვებას არ აპირებს. არც თავად პორტუგალიელს გამოუთქვამს პარიზიდან წასვლის სურვილი. მართალია მან მთელი გასული სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მაგრამ 19 გოლი და 6 საგოლე პასი მოინაგრა. ამან პოტენციური მყიდველები მეტად დააინტერესა. მათ ფეხბურთელის მოხიბვლა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაპირებით...

ვალენსია მენდეშის მაფიის წინააღმდეგ
ჩანაწერი

ვალენსია მენდეშის მაფიის წინააღმდეგ

შუაგულ ვალენსიაში გულშემატკივართა ჯგუფმა სამი ბანერი გამოფინა. ყველაზე დიდს, რომელიც ცენტრში განათავსეს ინგლისურად ეწერა: „მენდეშის მაფიის წინააღმდეგ”. ცენტრალური ბანერის მარცხნივ, შედარებით მომცრო პლაკატზე გამოსახული იყო პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში რომელიც კლუბ „ვალენსიას” მეპატრონის სინგაპურელი პიტერ ლიმის მეგობარი და პარტნიორია. მენდეშის პორტრეტი ისე იყო შესრულებული, რომ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის „ნათლიას” მთავარი პერსონაჟი, მარლონ ბრანდოს მიერ...

მოაშორეთ ეს კაცი!
ჩანაწერი

მოაშორეთ ეს კაცი!

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს კრიშტიანუ რონალდუს ქცევა მობეზრდათ. გამოიკვეთა მოთამაშეთა ჯგუფი, რომელთაც უჯობთ პორტუგალიელი წავიდეს, ვიდრე მასა და კლუბს შორის ჯიჯღინი გაგრძელდეს. კლუბის მავანმა თანამშრომელმა ჟურნალისტებს ასეთი ამბავი გამოუტანა: „ის, რაც ხდება მის თანაგუნდელებს უკვე აღიზიანებთ. რასაკვირველია რონალდუს ფეხბურთელებს შორის თავისი წრეც ჰყავს, მაგრამ დანარჩენები ბრაზდებიან”, — თქვა წყარომ. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში” „იუვენტუსიდან”...

რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაში
ჩანაწერი

რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაში

კრიშტიანუ რონალდუს გარშემო აურზაური ატყდა. „სანი” წერს, რომ 37 წლის ვარსკვლავი ტრანსფერს ითხოვს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი” უარს ეუბნება. იმავე წერილში გაზეთი გვეუბნება, რომ პორტუგალიური წყაროების თანახმად თავდამსხმელს ტრანსფერი არ უთხოვია, თუმცა თავად კლუბი სხვანაირად ლაპარაკობს. ხელშეკრულების თანახმად რონალდუ „ოლდ ტრეფორდზე” კიდევ ერთ წელიწადს უნდა დარჩეს. კონტრაქტში წერია, რომ მხარეებს ამის მერეც შეუძლიათ ერთი სეზონით გაახანგრძლივონ...

რონალდუს აგენტი და ჩელსის მეპატრონე ერთმანეთს შეხვდნენ
ჩანაწერი

რონალდუს აგენტი და ჩელსის მეპატრონე ერთმანეთს შეხვდნენ

„ჩელსის” ახალი მეპატრონე ტოდ ბოელი კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდა. ეს გასული კვირის ამბავია, რომელიც ახლა გახდა ცნობილი. საუბრის თემა სუპერვარსკვლავის მომავალი ყოფილა. ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ The Athletic-მა მოიპოვა. ბოელისა და მენდეშს პორტუგალიელის „სტემფორდ ბრიჯზე” შესაძლო გადასვლის შესახებ ულაპარაკიათ. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ 37 წლის თავდამსხმელი აუცილებლად გადაბარგდება ლონდონში. მას „მანჩესტერ იუნაიტედთან”...

რონალდუს მანჩესტერში აგენტმა ჩააკითხა
ჩანაწერი

რონალდუს მანჩესტერში აგენტმა ჩააკითხა

კრიშტიანუ რონალდუს სერიოზული საუბარი ჰქონდა თავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან. მენდეში კრიშტიანუს ინგლისში ეწვია. აგენტი შიშობს, რომ პორტუგალიელის „მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებამ კატასტროფული შედეგი მოიტანა. ყველა შეჯიბრებაში ერთად თუ დავთვლით, მიმდინარე სეზონში მანკუნიანელთა 29 გოლიდან 14 მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გაიტანა, მაგრამ ეს კმაყოფილებისთვის საკმარისი არ არის. „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა. მას არც ახალი...

მენდეში – ტურინში, რონალდუ – სიტიში?
ჩანაწერი

მენდეში – ტურინში, რონალდუ – სიტიში?

კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში ჩაფრინდა „იუვენტუსის“ ბოსებთან მოსალაპარაკებლად. მენდეშის მიზანია, ტურინელები რონალდუს უფასოდ გაშვებაზე დაიყოლიოს, ანაც ტრანსფერში მოთხოვნილი 25 მილიონი ევრო მნიშვნელოვნად შეამცირებინოს. დიდი მკითხაობა არაა საჭირო – ერთადერთი კლუბი, რომელიც 35 წლის პორტუგალიელით სერიოზულად არის დაინტერესებული, „მანჩესტერ სიტი“ გახლავთ. ინგლისელები მზად არიან, რონალდუს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და წლიურად 15 მილიონი ევრო უხადონ.

მენდეშ, მოგვაშორე რონალდუ!
ჩანაწერი

მენდეშ, მოგვაშორე რონალდუ!

ამაზე ერთდროულად წერენ ბრიტანული და ესპანური გამოცემები. „იუვენტუსმა“ კატეგორიულად მოსთხოვა კრიშიტიანუს აგენტს, ახალი კლუბი მოუძებნეო. საქმე ფეხბურთელის შედეგებში არა, მის ხელფასშია. რონალდუ საშემოსავლოს გადახდის შემდეგ წლიურად სუფთა 23 მილიონ ევროზე მეტს იღებს. საყოველთაო კრიზისის პირობებში ეს თანხა ანდრეა ანიელისთვისაც კი ბევრია. „იუვეს“ ბოსს ამხელა ხელფასით ჯამურად სამი ვარსკვლავის მიზიდვა შეუძლია. ამბობენ, კრიშის აგენტი ჟორჟე მენდეში...