რონალდუს მანჩესტერში აგენტმა ჩააკითხა

Home აქეთურ-იქითური რონალდუს მანჩესტერში აგენტმა ჩააკითხა
რონალდუს მანჩესტერში აგენტმა ჩააკითხა

კრიშტიანუ რონალდუს სერიოზული საუბარი ჰქონდა თავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან. მენდეში კრიშტიანუს ინგლისში ეწვია. აგენტი შიშობს, რომ პორტუგალიელის „მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებამ კატასტროფული შედეგი მოიტანა.

ყველა შეჯიბრებაში ერთად თუ დავთვლით, მიმდინარე სეზონში მანკუნიანელთა 29 გოლიდან 14 მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გაიტანა, მაგრამ ეს კმაყოფილებისთვის საკმარისი არ არის. „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა. მას არც ახალი მწვრთნელის რალფ რანგნიკის ტაქტიკა და ფილოსოფია მოსწონს.

რონალდუსთან დაახლოებულმა წყარომ „სანს” შეატყობინა: „კრიშტიანუ ძალიან შეწუხებულია იმით, რაც „მანჩესტერ იუნაიტედში” ხდება. კლუბს დაუნდობლად აკრიტიკებენ, ის კი ერთ-ერთი ლიდერია და ყველაფერზე პასუხიმგებელია. კლუბი უამრავი პრობლემის წინაშე დგას. შესაბამისად რონალდუ დიდი ზეწოლის ქვეშაა და განიცდის.

კრიშტიანუს ძალიან უნდა გუნდი გამარჯვების გზაზე რომ დაბრუნდეს, მაგრამ გრძნობს, რომ დღევანდელ ვითარებაში ეს ძალიან ძნელი იქნება.

ჟორჟე რონალდუსთან ამ საკითხის გასარჩევად ჩამოვიდა და მათ შორის ხანგრძლივი საუბარი გაიმართა. მათ განიხილეს პრობლემები და იბჭეს, თუ როგორ შეიძლება მათი გადაწყვეტა.

მომავალში არაფერია გამორიცხული”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.