თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საყოველთაო ყურადღებას იპყრობს B ჯგუფი, რომელიც „სიკვდილის ჯგუფზე“ უარესი ჩანს – მადრიდის „ატლეტიკო“, „ლივერპული“, „პორტუ“, და „მილანი“ მოხვდნენ.
არადა, არის სხვა საინტერესო ჯგუფები, ასევე სუსტი ოთხეულები, თუმცა – უფავორიტო.
გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ.
A ჯგუფი: „სიტი“, პსჟ, „ლაიფციგი“, „ბრიუგე“;
B ჯგუფი: „ატლეტიკო“, „ლივერპული“, „პორტუ“, „მილანი“;
C ჯგუფი: „სპორტინგი“, „დორტმუნდი“, „აიაქსი“, „ბეშიქთაში“;
D ჯგუფი: „ინტერი“, „რეალი“, „შახტარი“, „შერიფი“;
E ჯგუფი: „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ბენფიკა“, „დინამო“ (კ);
F ჯგუფი: „ვილიარეალი“, „მანჩესტერი“, „ატალანტა“, „იანგ ბოიზი“
G ჯგუფი: „ლილი“, „სევილია“, „ზალცბურგი“, „ვოლფსბურგი“;
H ჯგუფი: „ჩელსი“, „იუვენტუსი“, „ზენიტი“, „მალმიო“;
ჯგუფური ეტაპი 14 სექტემბერს დაიწყება, ფინალი კი, 28 მაისს სანკტ პეტერბურგში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
