„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს შემდგომი ცხოვრება სენსაციური მარცხით დაიწყო — „ბებერმა ქალბატონმა“ შინ, სერია A-ში ახალდაბრუნებულ „ემპოლისთან“ 0:1 წააგო. პორტუგალიელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის მეორე დღეს, „იუვემ“ ემპოლელი ლეონარდო მანკუზოს მიერ პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გატანილ გოლს ვერ უპასუხა. ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა რონალდუს წასვლაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ და ყურადღება მოიკრიბონ, რათა...
ბუნდოვანი ცვლილებები
სექტემბრის დასაწყისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე შინ, 2 სეტემბერს, კოსოვოს, დაუხვდება; 5 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში მასპინძლებს შეხვდება; 8 სექტემბერს კი ბულგარეთში ამხანაგურად ითამაშებს. ამ მატჩებისთვის მზადებას გუნდი 30 აგვისტოს დაიწყებს, მაგრამ ნაკრების თავკაცს ადრე გამოცხადებულ შემოადგენლობაში უკვე მოუხდა ორი ცვლილების გაკეთება. შეკრებაზე ვერ ჩამოდის შემტევი ხვიჩა კავარცხელია. ითქვა,...
სტარტზე ცხრა ჩვენებური
პრო დ2-ის ახალი რეგულარული სეზონი საფრანგეთის ბასკეთში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „ბაიონმა“ „აჟენს“ უმასპინძლა და იოლად, 37:16 დაამარცხა, ბონუსიც მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტარტო ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ერთადეთმა ქართველმა მიიღო – ეროვნული ნაკრების წამყვანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე 50-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. კიდევ ერთმა მოქმედმა ბორჯღალოსანმა „ბეზიესა“ და „ორიაკის“ შეხვედრაში...
აზარი იუვეს უარობს
კარგა ხანია „რეალი“ ბელგიელი ედენ აზარის გაყიდვას ცდილობს და ძლივს რეალური ვარიანტი გამოუჩნდა, მაგრამ… 30 წლის ფორვარდს მადრიდიდან წასვლა არ უნდა. არც გაემტყუნება: ასეთ ფორმაში მყოფ აზარს წლიურად 15 მილიონ ევროს არავინ გადაუხდის. მათ შორის არც ტურინის „იუვენტუსი“, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელს ეძებს. 2019 წელს ფლორენტინო პერესმა აზარი „ჩელსიდან“ დაახლოებით 113 მილიონ ევროდ იყიდა, დღეს...
მამარდაშვილი ძირითადის მეკარეა!
„ვალენსიამ“ „ალავესს“ 3:0 მოუგო. ხოსე ბორდალასის გუნდმა სამი ტურიდან ორში მოიგო, ერთში კი ფრედ ითამაშა. ამრიგად, „ღამურებს“ შესაძლო 9 ქულიდან 7 აქვთ, რასაც ჩემპიონატის შესანიშნავი სტარტი შეიძლება ვუწოდოთ. ესპანური პრესა აღნიშნავს, რომ ბორდალასმა სამიდან ორ შეხვედრაში თავის წინა გუნდს მოუგო, „ალავესსა“ და „ხეტაფეს“, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან კარში კვლავ გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა....
მამობილის ზარი
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მამობილის, სერ ალექს ფერგიუსონის ზარმა დააბრუნა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს გუშინ დილით დაურეკა და როგორც ინგლისური პრესა წერს, ემოციური ლაპარაკით გეზი შეაცვლევინა — პორტუგალიელმა „მანჩესტერ სიტის“ ნაცვლად „მანჩესტერ იუნაიტედში“ ამოჰყო თავი. „ოლდ ტრეფორდზე“ მას კვირაში 480 000 გირვანქას გადაუხდიან. ახლა ირკვევა, რომ სერ ალექსამდე რონალდუსთვის თანამემამულეს, „იუნაიტედის“ ვარსკვლავ ბრუნო ფერნანდეშსაც...
დიდი დაბრუნება მანჩესტერში
“დღეს მე ვტოვებ გასაოცარ კლუბს, ყველაზე დიდს იტალიაში და უთუოდ ერთ-ერთ უდიდესს მთელ ევროპაში. მე გული და სული ჩავდე “იუვენტუსში” და მუდამ მეყვარება ტურინი, უკანასკნელ დღემდე. ბიანკონერის ტიფოზები მუდამ პატივს მცემდნენ და მეც ვცდილობდი მადლიერი ვყოფილიყავი ამ პატივისცემისთვის. ვიბრძოდი ყოველ მატჩში, ყოველ სეზონში, ყოველ ტურნირში. საბოლოოდ, ჩვენ ყველას შეგვიძლია მივიხედოთ უკან და გავიაზროთ, რომ დიდ...
ღარიბი მეზობლის ბავშვები
ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას და საკუთარი თავი შემეცოდა. ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი შემეცოდა, უკვე რამდენი წელია, ღარიბი მეზობლის ბავშვივით ღობის გადაღმიდან რომ ვადევნებთ თვალს სხვის ეზოში გაშლილ ლხინის სუფრას. არ გვიშვებენ: ჯერ პატარები ხართ და ვიდრე წამოიზრდებით, თქვენივე ორღობეში კოჭი გააგორეთო. გაბრაზებული კაცის ნაწერად არ მოგეჩვენოთ. უფრო გულის დაწყვეტაა. იმ ლხინზე, ჩვენ რომ ვერ ვეღირსეთ,...
რონალდუ თანაგუნდელებს ემშვიდობება
კრიშტიანუ რონალდუს ტურინის „იუვენტუსის“ ვარჯიშზე კი მივიდა, მაგრამ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ის ნელ-ნელა თანაგუნდელებს ემშვიდობება. პორტუგალიელმა კონტინასას ბაზაზე 40 წუთი დაჰყო. თუმცა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან. დიდი ალბათობით, რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი წარმატებით დაიხურება. დიახ, „მანჩესტერში“ და არა „მან.სიტიში“, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ. თავის მხრივ „იუვენტუსი“ მზადაა, 36 წლის ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ შეელიოს....
სამი ქალი ოთხჯერ გააუპატიურა
„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ბენჟამენ მენდი დღეს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. მას სამი ქალი უჩივის. ისინი ფრანგს სექსუალურ აგრესიაში სდებენ ბრალს. პოლიციამ დაადასტურა, რომ 27 წლის ვარსკვლავს გაუპატიურების ოთხ და გაუპატიურების მცდელობას ერთ ეპიზოდს ედავებიან. კერძოდ რანაირად გააუპატიურა ფეხბურთელმა სამი ქალი ოთხჯერ, ინგლისური პრესისთვის ცნობილი არ არის. ინციდენტები მის 5 მილიონ გირვანქად შეფასებულ სახლში 2020-ის ოქტომბრიდან 2021-ის...









