კრიშტიანუ რონალდუს ტურინის „იუვენტუსის“ ვარჯიშზე კი მივიდა, მაგრამ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ის ნელ-ნელა თანაგუნდელებს ემშვიდობება.
პორტუგალიელმა კონტინასას ბაზაზე 40 წუთი დაჰყო. თუმცა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან. დიდი ალბათობით, რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი წარმატებით დაიხურება. დიახ, „მანჩესტერში“ და არა „მან.სიტიში“, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ.
თავის მხრივ „იუვენტუსი“ მზადაა, 36 წლის ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ შეელიოს. თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ პორტუგალიელი 12-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისში დაბრუნდება. 2003-2009 წლებში, მოგეხსენებათ კრიშტიანუ სწორედ „მაანჩესტერში“ თამაშობდა და 196 მატჩში 84 გოლი გაიტანა.
ფეხბურთელს და კლუბს 2-წლიანი კონტრაქტი გამზადებული აქვთ, რის საფუძველზეც პორტუგალიელი სეზონში 15 მილიონი ევროს მიიღებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
