დღეს, ახლო წარსულის დიდ ფრანგ თავდამსხმელს ტიერი ანრის 44 წელი შეუსრულდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს Amazon Prime Video-ზე სხვადასხვა თემებთან ერთად ერთად ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლის შესახებაც გაესაუბრნენ. „არსენალის“ ლეგენდამ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა უპასუხა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დააბალანსებს გუნდის თამაშს მაურისიო პოჩეტინო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსი გახლავთ. ჩვენ ყველას გვიყვარს თავდამსხმელებზე, წინა ხაზის ვარსკვლავებზე ლაპარაკი, მაგრამ გუნდში აუცილებლად უნდა იყოს წონასწორობა. ხშირად იხსენებენ „ბარსელონას“, რომლის თავდასხმაშიც მე, სამუელ ეტო’ო და ლეო მესი ვთამაშობდით, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ის გუნდი ცოტა გოლს უშვებდა.
თუ განვაზოგადებთ, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონობასთან და ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს უპირველეს ყოვლისა ის გუნდები არიან, რომლებიც გოლებს არ უშვებენ. რასაკვირველია, ამოცანა ადვილდება, როდესაც შეტევაში ზეადამიანური მონაცემების ვარსკვლავები გყავს, მაგრამ „პარი სენ ჟერმენს“ რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ეს გუნდი მაინც უფრო მეტ გოლს უშვებს, ვიდრე უნდა უშვებდეს.
მესმის, რომ ჯერჯერობით პარიზელები საუკეთესო შემადგენლობით ვერ თამაშობენ, მაგრამ ბალანსი ყველა ვარიანტში უკიდურესად მნიშვნელოვანია“, — თქვა ანრიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
