კვიცი გვარზე ხტისო და მსოფლიო კრივის ლეგენდის, მუჰამედ ალის შვილიშვილი ნიკო ალი უოლში პროფესიულ კრივს გაყვა და პირველი ბრძოლაც ჩაატარა.
როგორც ჩანს, ბაბუის მსგავსად შვილიშვილსაც ძლიერი დარტყმა აქვს, რადგან ალი უმცროსმა ჯორდან უიკსი 3 წუთში ორჯერ დაანოკდაუნა მეტოქე და მსაჯების გადაწყვეტილებით ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება პატარა ალის მეტოქე, მაგრამ უახლოესი ბრძოლა სამ თვეში უნდა გამართოს.
თავად ნიკოს დიდი მუჰამედის შვილიშვილობის წნეხი არ აშინებს.
„შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ ამ გვარის ტარება წნეხია, მაგრამ ეს სახელი და გვარი ჩემთვის მხოლოდ საყვარელ ბაბუასთან ასოცირდება. ხალხისთვის ის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია, ჩემთვის საუკეთესო ბაბუა“, – ამბობს ალი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
