საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გურამ გიორბელიძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამოში“ ითამაშებს.
დრეზდენელებმა ჩვენებური ოფიციალურად წარადგინეს და მასზე დიდ იმედსაც ამყარებენ.
„გიორბელიძე ჩვენს ფილოსოფიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ განასახიერებს და თამაშის სტილით გამოირჩევა. მოხარული ვარ, რომ ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელის შეძენა შევძელით“, – ამბობს დრეზდენელთა სპორტული დირექტორი რალფ ბეკერი.
„მიხარია, რომ მაქვს საშუალება შესაძლებლობები ისეთ ძლიერ კლუბში გამოვცადო, როგორიც დრეზდენის „დინამოა“. მსურს, ნდობა მოედანზე გავამართლო“, – ეს უკვე გიორბელიძის სიტყვებია.
შეგახსენებთ, რომ ჩვენებური ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ საკუთრებაა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მისი მეორე ბუნდესლიგის კლუბში განათხოვრება გადაწყვიტა.
დრეზდენელები მეორე ბუნდესლიგაში ორი ტურის შემდეგ, 4 ქულით, მესამე ადგილზე არიან.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
