საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გურამ გიორბელიძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამოში“ ითამაშებს. დრეზდენელებმა ჩვენებური ოფიციალურად წარადგინეს და მასზე დიდ იმედსაც ამყარებენ. „გიორბელიძე ჩვენს ფილოსოფიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ განასახიერებს და თამაშის სტილით გამოირჩევა. მოხარული ვარ, რომ ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელის შეძენა შევძელით“, – ამბობს დრეზდენელთა სპორტული დირექტორი რალფ ბეკერი. „მიხარია, რომ მაქვს საშუალება...
ჭდე: გურამ გიორბელიძე
ქალი და ავანსი
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვით საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელდა! ჯერაც ყაზანის „რუბინის“ გარემარბმა საოცარი სეზონი გამოაცხო – ახლა უკვე საერთაშორისო, სანაკრებო დონეზეც და აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვა ეს საპატიო წოდება, რომელსაც, სხვათა შორის, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე, აკაკი დევაძე და ქართული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავი ატარებს. შეგახსენებთ: „სარბიელმა“ საქართველოს საუკეთესო...
მარგალიტი ტუმბაზე
1:1 სალონიკში, საბერძნეთთან. „კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ“ ასე შეიცვალა „კარგად ვითამაშეთ და ფრედ დავასრულეთ“. ჯერ მათემატიკა რომ მოვითავოთ, 3 მატჩში 1 ქულა აშკარად ცოტაა თამაშიდან გამომდინარე. მეტი ეკუთვნოდა საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ეტყობა, რაღაც ისეთი აკლდება, რაც მხოლოდ უიღბლობით არ აიხსნება… აკლდება კლასი და კონცენტრაცია გადამწყვეტ მომენტებში. ასე იყო ესპანეთთან და დღესაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ავტოგოლი მივიღეთ....
ქართველების პრეზიდენტი სიტყვის კაცია
ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე. ჩვენებურები ევროპის ლიგის ფლეი ოფში გავიდნენ. ეს არ სჯეროდა კლუბის პრეზიდენტ დიტმარ ლიგლერს და საკუთარი ფეხბურთელებისადმი უნდობლობა თავის გადაპარსვად დაუჯდა. პრეზიდენტმა ფეხბურთელებთან დადო სანაძლეო, რომ თუ გუნდი ფლეი ოფში გავიდოდა, თავს გადაიპარსავდა – კლუბის მეპატრონემ სიტყვა შეასრულა და ეს ყველაფერი გასახდელში, ფეხბურთელების თვალწინ...
გიორბელიძე მგელი გახდა
გორის „დილას“ მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიული ბუნდესლიგის კლუბ „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს. „მგლებთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. ფეხბურთელი 26 ივლისამდე „დილაში“ დარჩება, ხოლო აგვისტოს დასაწყისში ავსტრიაში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს შეუერთდება. „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.



