
1:1 სალონიკში, საბერძნეთთან. „კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ“ ასე შეიცვალა „კარგად ვითამაშეთ და ფრედ დავასრულეთ“. ჯერ მათემატიკა რომ მოვითავოთ, 3 მატჩში 1 ქულა აშკარად ცოტაა თამაშიდან გამომდინარე. მეტი ეკუთვნოდა საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ეტყობა, რაღაც ისეთი აკლდება, რაც მხოლოდ უიღბლობით არ აიხსნება…
აკლდება კლასი და კონცენტრაცია გადამწყვეტ მომენტებში. ასე იყო ესპანეთთან და დღესაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ავტოგოლი მივიღეთ. ეს კი წვრილმანები არაა, მსხვილმანებია. საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ „ტუმბა არენაზე“ საწყისი 20 წუთი შეუტია და იმის მერე წინ არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ ოთარ კაკაბაძისგან მიიღო საჩუქარი.
წუთნახევარში გაათანაბრა ხვიჩა კვარაცხელიამ. საფრთხობელასავით მოევლინათ. პირველივე წუთზე სცადეს უხეშობით დაშინება, მაგრამ პირიქით, მგონი, უფრო გაამწარეს.
ისე, რა გოლი იქნებოდა, პირველ ტაიმში ნახევარი საბერძნეთი რომ დააწვინა და დარტყმა რომ დაუბლოკეს?.. ერთი-ორი მილიონით მოიმატებდა მისი ფასი, თუმცა ამ ზაფხულს ისედაც ხმაურიან ტრანსფერს ველით.
ქართულ ფეხბურთს მარგალიტი მოევლინა და მისი ქებით არც დავიღლებით… ამიტომ ისევ თამაშზე დავწერთ რამდენიმე სიტყვით. შინაარსობრივად ქართველები მეტოქეს ბევრად სჯობდნენ, კიტეიშვილი ამ მხრივ ცენტრში ყველა ბერძენს სჯობდა, კანკავა ძველებურად კანკავა იყო და მასაც ცოტა დააკლდა გოლამდე.
ერთ-ერთი საუკეთესო იყო გურამ გიორბელიძე – ყოჩაღ ვილი სანიოლს და მის არჩევანს!..
ბოლო 10 წუთს რომ ვუყურებდით, როგორ უტევდა საქართველო, რომ არ გვცოდნოდა, ვიფიქრებდით, საბერძნეთს კი არა, სან-მარინოს ეთამაშებიანო. მოკლედ, კარგი იყო, ცხრილი არ მოგვწონს თორემ…
საბერძნეთი – საქართველო 1:1
გოლები: კაკაბაძე (76ს.კ.), კვარაცხელია (78)
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
