ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე. ჩვენებურები ევროპის ლიგის ფლეი ოფში გავიდნენ.
ეს არ სჯეროდა კლუბის პრეზიდენტ დიტმარ ლიგლერს და საკუთარი ფეხბურთელებისადმი უნდობლობა თავის გადაპარსვად დაუჯდა.
პრეზიდენტმა ფეხბურთელებთან დადო სანაძლეო, რომ თუ გუნდი ფლეი ოფში გავიდოდა, თავს გადაიპარსავდა – კლუბის მეპატრონემ სიტყვა შეასრულა და ეს ყველაფერი გასახდელში, ფეხბურთელების თვალწინ მოხდა.
შეგახსენებთ, „ვოლფსბერგერმა“ ევროპის ლიგის ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და მხოლოდ ზაგრების „დინამოს“ ჩამორჩა. სამაგიეროდ, ჯგუფში ჩატოვა რუსული ცეესკა და ნიდერლანდური „ფეიენოორდი“
ავსტრიის ბუნდესლიგაში კი, „ვოლფსბერგერი“ 10 ქულით მერვე ადგილზეა. ჩვენებურების გუნდი დღეს „აუსტრიას“ დაუხვდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო