„სანი’’ ირონიულად წერს, რომ ერთი დადებითი რამ ნამდვილად გამოიკვეთა: „მანჩესტერ სიტიმ’’ მარცხიანი სერია დაასრულა, ზედიზედ მეექვსე შეხვედრა აღარ წააგო. სერიოზულად კი კრიზისი გრძელდება. პეპ გვარდიოლას მრისხანე გუნდმა მოახერხა და შინ „ფეიენოორდთან’’ სამგოლიანი უპირატესობა ქარს გაატანა – 3:3. თან, „ქალაქელებმა’’ გოლები ბოლო 14 წუთში გაუშვეს. ყვითელი პრესის დედოფალმა ყურადღება მიაქცია, რომ მატჩის შემდეგ გვარდიოლას სახე და...
ჭდე: ფეიენოორდი
ნაპოლის ბანერი როტერდამში რომას თამაშზე
ევროპის ლიგის შეხვედრაში, როტერდამის „დე კუიპზე”, „ფეიენოორდისა” და „რომას” (1:1) შეხვედრის დროს ტრიბუნაზე „ნაპოლის” გულშემატკივართა გამოფენილი ბანერი გამოჩნდა. ბანერზე ეწერა: „ნაპოლი იტალიის ჩემპიონია. ჩირო ცოცხალია”. ჩირო, იგივე ჩირო ესპოზიტო იყო იტალიელი გულშემატკივარი, რომელიც 2014 წელს იტალიის თასის ფინალის წინ რომში მოკლეს. ბანერზე აგრეთვე ეხატა სკუდეტოს სიმბოლო ტრიკოლორი. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრასთან და შეჯიბრებასთან „ნაპოლის” კავშირი...
წადი, ნახე ნაპოლი როგორ გავარდა
ევროლიგაზე „რომამ” „ფეიენოორდს” 4:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის ბოლოს ინციდენტი მოხდა. ჰოლანდიური კლუბის მწვრთნელმა არნე სლოტმა რომაელთა თავკაც ჟოზე მოურინიუს ხელი არ ჩამოართვა. პორტუგალიელი მას გამოედევნა და მიაძახა: „პატივისცემა?!” შემდეგ დასძინა: „წადი, ნახე „ნაპოლი” როგორ გავარდა”. მოურინიუს ეს ფრაზა „სქაი სპორტმა” დაატრიალა და ერთგვარი მღელვარება გამოიწვია. „განსაკუთრებულის” გაცხარების მიზეზი გახლდათ ის, რომ სლოტმა თამაშის...
სკანდალი ნიდერლანდებში
ნიდერლანდების ჩემპიონატში სკანდალია – „აიაქსის“ კაპიტანმა დუშან ტადიჩმა თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საპატივცემულოდ სამგლოვიარო სამკლაურის ტარებაზე უარი თქვა. მერე „ფეიენოორდის” თურქმა ფეხბურთელმა ორკან კეკჩუმ ტადიჩს ხელი არ ჩამოართვა. ეს ეპიზოდი სატელევიზიო კამერების ობიექტივებში მოხვდა და დისკუსიის საგანი გახდა. კეკჩუს ასეთი ქმედების მიზეზი, ცხადია, ტადიჩისგან სამკლაურზე უარის თქმა გახდა. ხოლო, რატომ მოიქცა სერბი...
ხუთი! – შეგვახსენებს მოურინიუ
ევროპის კონფერენციის ლიგას პირველი გამარჯვებული ჰყავს — „რომა”, რომელსაც ჟოზე მოურინიუ უდგას სათავეში და თუ ბიჭი ხარ უთხარი პორტუგალიელს, რომ ეს თასი დიდი გუნდებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა, რომაელთა გამარჯვების გოლი „ფეიენოორდის” კარში, 32-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა. მატჩი დასრულდა 1:0. მოურინიუმ მეხუთე ევროპული ტიტული მოიპოვა, ხოლო „რომას” 2008...
ბაბუაწვერას თასი
„ბაბუაწვერას ღვინო“ წაგიკითხავთ? ბავშვობის სურნელით გაჟღენთილი რომანია. ყლაპავ სტრიქონებს და, მართალია იქ აღწერილი ამბებიდან ერთიც არ გადაგხდენია, ხვდები, რომ შენზეა. გენიოსის დაწერილია, რეი ბრედბერის. იგივე ხდება „ამარკორდს“ რომ უყურებ. სად მუსოლინის დროინდელი იტალია და სად შენი ბავშვობა, მაგრამ… მისჩერებიხარ ეკრანს და ხედავ, რომ ზუსტად ის არის. იმიტომ, რომ ესეც გენიოსის გადაღებულია, ფედერიკო ფელინის. მარკ ტვენის...
გზა სევილიისკენ, გზა ტირანასკენ
გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალ – ნახევარფინალების წილისყრა. ევროპა ლიგით დავიწყოთ, სადაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა. ჯერ მარტო „ბარსელონა“ რად ღირს… ჩავის გუნდი მშვენიერ ფორმაშია და რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მთავარი ფავორიტია, მით უმეტეს სწორედ აქეთაა გადართული: საშინაო სარბიელზე ვერც ლა ლიგას მოიგებს, ვერც სამეფო თასს. აი, წყვილებიც: „ლაიფციგი“ – „ატალანტა“; „აინტრახტი“ – „ბარსელონა“; „ვესტ ჰემი“...
ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლეს
ნახევარი ცხოვრება კი გავიდა, მაგრამ ემოცია ჯერაც ვერ განელდა. Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии – კოტე მახარაძის გულიდან ამოხეთქილი ეს ფრაზა საბჭოთა პოლიტკორექტულ ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჯდებოდა, მაგრამ იმ წამს გენიალურ კომენტატორს ჩვენი, თბილისელების, მთელი საქართველოს მზიანი ღამის წევრობა სურდა. 13 მაისამდე ბევრი წელი, უდიდესი შრომა, დაწყვეტილი ნერვები და გაწყვეტილი ქანცი...
ფეიენოორდს პლუს მსაჯი…
1981 წლის 22 აპრილს, როტერდამში, 35 000 მაყურებლის თვალწინ, „ფეიენოორდმა” თბილისში წაგებული 0:3-ის შემოტრიალება სცადა და ამაში ავსტრიელი მსაჯი ფრანც ვიორერი მოიშველია. ის, რაც იმ დღეს ვიორერმა იკადრა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში არნახულ უსინდისობად შევიდა, მაგრამ „დინამომ” გაუძლო… თბილისელებმა ორი შეხვედრის ჯამში 3:2 მოიგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
თენგიზ სულაქველიძის ვარსკვლავური დღე
1981 წელს, თასების თასის ნახევარფინალში, ჰოლანდიურ „ფეიენოორდთან” პირველი შეხვედრა თბილისის „დინამომ” შინ გამართა და მეტოქეს შავი დღე აყარა — 3:0. ეს იყო თენგიზ სულაქველიძის ბენეფისი. გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ითამაშა, სულაქველიძემ ორი გოლი გაიტანა.









