ჭდე: ფეიენოორდი

Home ფეიენოორდი
დინამომ ფეიენოორდი იყიდა
ჩანაწერი

დინამომ ფეიენოორდი იყიდა

როტერდამის 51-ათასიან „დე კუიპზე,“ რომელსაც ოფიციალურად „ფეიენოორდის“ სტადიონი ჰქვია, ხუთშაბათის მატჩზე დასასწრები 10 ათასამდე ბილეთი გაყიდული ყოფილა, დანარჩენს კი ხვალისთვის ელიან. ბილეთი 20 ევრო ღირს, ტრიბუნები კი სავარაუდოდ, სანახევროდ შეივსება. ქართველები, ჩამოსულები თუ აქაურები, დაახლოებით 100-120 ადამიანია და „დინამოს“ გულმხურვალე ქომაგობას ჰპირდებიან. … ქართველ ჟურნალისტებს კი ჩვენების მწვრთნელმა ფელის ვისენტემ „დე კუიპის“ საკონფერენციო დარბაზში ვარჯიშის...

კარგის მოლოდინი…
ჩანაწერი

კარგის მოლოდინი…

როტერდამის სასტუმროში რეგისტრაციას გავდიოდით, გასაკვირად ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა რომ გამოგველაპარაკა, ისეთი ინტერესით ველი “დინამოსთან” მატჩს ვერ წარმოიდგენთო… ისეთი აღტკინებული იყო, იფიქრებდი, „ფეიენოორდის“ ერთი მატჩიც არ გამოეტოვებინა, ახალი სეზონის სტარტზე კი „დინამო“ როტერდამელთა კარგ გამომცდელად მიაჩნდა. დიდად ენაწყლიანობა რომ ვერ შეგვატყო, თავის საქმეზეც მალევე გადავიდა. მერე კი იქვე შეჭაღარვებული ბიძებიც „გვესტუმრნენ“ და მანდ უკვე კარგი მამაპაპური...

მესხი და მაკაი
ჩანაწერი

მესხი და მაკაი

წარმოიდგინეთ, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მივედი, „ლოკომოტივი“ თბილისის „დინამოს“ უნდა დაუხვდეს, ტრიბუნაზე კი ვის ვხედავ?! – როი მაკაის. ოდნავ მობერებული, მოსუქებული, მაგრამ ძველი ღიმილით, ჩემპიონთა ლიგაში „რეალს“ ამ ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლი რომ გაუტანა. ახლა „ფეიენოორდში“ მუშაობს და მის გუნდს ამბავი უნდა ჩაუტანოს, საქმე რა გუნდთან აქვთ. 1981 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, როტერდამში კი...

იმედის დინამო
ჩანაწერი

იმედის დინამო

ნაევროთასევს, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. სეზონის დასაწყისში წაფორხილების შემდეგ, თბილისის „დინამო“ ერთობ წარმატებით თამაშობს. კვირას ფელის ვისენტეს ბიჭებმა „ლოკომოტივი“ გააცამტვერეს – 6:0. ეს დინამოელთა ზედიზედ მერვე გამარჯვება გახლდათ ეროვნულ ჩემპიონატში, თუ ამას ევროპა ლიგაზე მოპოვებულ კიდევ ოთხ მოგებას დავამატებთ, 12 გამოვა. ბოლო ხუთ შეხვედრაში კი 18 ბურთი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ. თანაც...

ბოსკამპი, ჩვენი ბოსკამპი
ჩანაწერი

ბოსკამპი, ჩვენი ბოსკამპი

გახსოვთ იოჰან ბოსკამპი? მყვირალა ჰოლანდიელი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო და „დინამოს“ გარდა მცირე ხნით ეროვნულ ნაკრებსაც თავკაცობდა. ბოსკამპის აქ მუშაობას წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მაგრამ ერთი გამონათქვამით კი დაგვამახსოვრა თავი, რომელსაც წლების მერეც ვერ ვივიწყებთ. ქართველებს მენტალიტეტში გიჭირთ და თქვენი მთავარი პრობლემაც ეს არისო. მისი კომენტარი „ფეიენოორდის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა....