ევროლიგაზე „რომამ” „ფეიენოორდს” 4:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის ბოლოს ინციდენტი მოხდა. ჰოლანდიური კლუბის მწვრთნელმა არნე სლოტმა რომაელთა თავკაც ჟოზე მოურინიუს ხელი არ ჩამოართვა. პორტუგალიელი მას გამოედევნა და მიაძახა: „პატივისცემა?!” შემდეგ დასძინა: „წადი, ნახე „ნაპოლი” როგორ გავარდა”.
მოურინიუს ეს ფრაზა „სქაი სპორტმა” დაატრიალა და ერთგვარი მღელვარება გამოიწვია. „განსაკუთრებულის” გაცხარების მიზეზი გახლდათ ის, რომ სლოტმა თამაშის წინ პრეს-კონფერენციაზე თქვა, სხვა იტალიური გუნდების ცქერას „ნაპოლის” თამაშის ნახვა მიჯობსო.
როდესაც ჩაეძიენ, თუ რა უთხრა მოურინიუმ, თავად სლოტმა ასე უპასუხა: „მან მითხრა, რომ მხოლოდ „ნაპოლის” და „მანჩესტერ სიტის” კი არა, „რომასაც” უნდა ვუყურებდე და ეს გამომადგება. ალბათ მართალიც არის. მისი გუნდი მტკიცე ხასიათის გამო ქების ღირსია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოურინიუს ფეხბურთელების ქანცის გაწყვეტამდე მიყვანა შეუძლია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
