ნიდერლანდების ჩემპიონატში სკანდალია – „აიაქსის“ კაპიტანმა დუშან ტადიჩმა თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საპატივცემულოდ სამგლოვიარო სამკლაურის ტარებაზე უარი თქვა.
მერე „ფეიენოორდის” თურქმა ფეხბურთელმა ორკან კეკჩუმ ტადიჩს ხელი არ ჩამოართვა. ეს ეპიზოდი სატელევიზიო კამერების ობიექტივებში მოხვდა და დისკუსიის საგანი გახდა. კეკჩუს ასეთი ქმედების მიზეზი, ცხადია, ტადიჩისგან სამკლაურზე უარის თქმა გახდა. ხოლო, რატომ მოიქცა სერბი ასე, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა თურქეთსა და სირიაში. დარტყმების სიმძლავრე 7,8 ბალი გახლდათ. მრავალი შენობა ჩამოინგრა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, სტიქიის შედეგად დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
