საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია ვრაშავის „ლეგიას“ სამწვრთნელო შტაბის თანხმობით, გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
„საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, „ლეგიას“ ყოფილი ფეხბურთელი ვალერიან გვილია, გუნდის სამწვრთნელო შტაბის თანხმობით, გუნდთან ერთად ივარჯიშებს. გვილია მუხლის ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს. კლუბი მას მისცემს შესაძლებლობას, გუნდთან ერთად ივარჯიშოს და სასურველი ფორმა აღიდგინოს. ის სამშაბათიდან ვარჯიშობს“.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი „ლეგიაში“ 2019-21 წლებში თამაშობდა და ორჯერ პოლონეთის ჩემპიონი გახდა. მან დედაქალაქური გუნდის ფორმით 71 მატჩში, 11 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
გვილიას ბოლო კლუბი ჩესტოხოვას „რაკოვი“ იყო, საიდანაც თებერვალში წავიდა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:52პსჟ როდრის, როდრი – რეალს…
მთავარი ამბავი05/07/2026 | 22:39გამოუშვით ესპანეთი
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
