ჭდე: ვოლფსბერგერი

Home ვოლფსბერგერი
ალთუნაშვილი კვირის გუნდში
ჩანაწერი

ალთუნაშვილი კვირის გუნდში

ავსტრიის ბუნდელიგის მესამე ტურის შეხვედრაში „ვოლფსბერგერი“ საკუთარ მოედანზე „ლუშტენაუს“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. მასპინძლეთა შემადგენლობაში ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სანდრო ალთუნაშვილმა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7.6 „ფლეშსკორისგან“, ხოლო 7.8 „სოფასკორისგან“. „ლუშტენაუსთან“ შეხვედრისას სანდრომ 5 მწვავე და გონივრული პასი შეასრულა, რომელთაგან ორჯერ მისი თანაგუნდელები...

ალთუნაშვილის მეოთხე ავსტრიული
ჩანაწერი

ალთუნაშვილის მეოთხე ავსტრიული

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი, რომელიც ივნისში ავსტრიის „ვოლფსბერგერში“ ჩაირიცხა, ახალი სეზონისთვის ემზადება. რამდენიმე დღის წინ გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სლოვაკურ „ჟილინასთან“ და ფრედ 2:2 ითამაშა. სამიდან ორი მატჩში („ჟილინასთან“ და „ლეობენთან“) ალთუნაშვილი ძირითად შემადგემლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, პირველ საკონტროლო შეხვედრაში კი, დაბალლიგელ „ველდენთან“, ქართველი ნახევარმცველი შეხვედრაში 75-ე წუთიდან ჩაერთო....

გერმანულ დინამოში ქართველი ითამაშებს
ჩანაწერი

გერმანულ დინამოში ქართველი ითამაშებს

საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გურამ გიორბელიძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამოში“ ითამაშებს. დრეზდენელებმა ჩვენებური ოფიციალურად წარადგინეს და მასზე დიდ იმედსაც ამყარებენ. „გიორბელიძე ჩვენს ფილოსოფიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ განასახიერებს და თამაშის სტილით გამოირჩევა. მოხარული ვარ, რომ ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელის შეძენა შევძელით“, – ამბობს დრეზდენელთა სპორტული დირექტორი რალფ ბეკერი. „მიხარია, რომ მაქვს საშუალება...

ჩანაწერი

ქართველების პრეზიდენტი სიტყვის კაცია

ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე. ჩვენებურები ევროპის ლიგის ფლეი ოფში გავიდნენ. ეს არ სჯეროდა კლუბის პრეზიდენტ დიტმარ ლიგლერს და საკუთარი ფეხბურთელებისადმი უნდობლობა თავის გადაპარსვად დაუჯდა. პრეზიდენტმა ფეხბურთელებთან დადო სანაძლეო, რომ თუ გუნდი ფლეი ოფში გავიდოდა, თავს გადაიპარსავდა – კლუბის მეპატრონემ სიტყვა შეასრულა და ეს ყველაფერი გასახდელში, ფეხბურთელების თვალწინ...

გიორბელიძე მგელი გახდა
ჩანაწერი

გიორბელიძე მგელი გახდა

გორის „დილას“ მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიული ბუნდესლიგის კლუბ „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს. „მგლებთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. ფეხბურთელი 26 ივლისამდე „დილაში“ დარჩება, ხოლო აგვისტოს დასაწყისში ავსტრიაში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს შეუერთდება. „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.